დავითაშვილის სუპერგოლი - ქართველმა ზედიზედ მეხუთე მატჩში გამოიჩინა თავი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 2-ის 34-ე ტურში „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „დიუნკერკი“ 2:0 დაამარცხა.

მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, უკვე ტრადიციულად, მათ რიგებში გამორჩეული ზურიკო დავითაშვილი იყო, რომელიც პარტნიორებს მახვილგონივრული პასებით ამარაგებდა და პირველი რეალური სახიფათი მომენტი შექმნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე კონემ მოიგერია. ჟირონდული გუნდი 38-ე წუთზე ვიპოტნიკმა დააწინაურა.

შესვენების შემდეგ დავითაშვილი მცველს გასცდა, მეკარეს ბურთი თავზე კოხტად გადაუგდო, თქვენი მოწონებული გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ზურიკომ ზედიზედ მეხუთე მატჩში გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი. მის ანგარიშზე 33 მატჩში 6
გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა, მისი გარჯა კი Sofascore-მ და Flashscore-მ 7.6 ქულით შეაფასეს.

„ბორდო“ 44 ქულით მე-14 ადგილზეა და 27 აპრილს გასვლაზე „ლავალს“ დაუპირისპირდება.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - დიუნკერკი 2:0
გოლები: 1:0 ვიპოტნიკი (38), 2:0 დავითაშვილი (46)

altზურიკოს საგოლე გადაცემა - "ბორდო" კომპენსირებულ დროში კაცნაკლულ "სენტ-ეტიენთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
თითქოს მოუმატა ზურიკომ,მაგრამ მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს.მისგან გაცილებით მეტს ველი და ზუსტად ვიცი,გაცილებით უკეთესად ითამაშებს.ეს გოლიც როგორი ტექნიკური დარტყმით გაიტანა.იმედია,ევროპაზე უკვე გამოამჟღავნებს,რა შეუძლია.
სოსო
08:27 25-04-2024
0
ერთ-ერთ ინტერვიუში ხვიჩამ თქვა ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, თუ რამხელა მონაცემების მქონე ფეხბურთელია ზურიკო და აუცილებლად ითამაშებს უმაგრეს ფეხბურთსო.ხვიჩას ნამდვილად არ ესწავლება ფეხბურთის ამბავი.ზურიკო მაგარია და იმედია კიდევ ბევრად მაგარს ვიხილავთ,დაწყებული კარს მომდგარი ევროპირველობიდან.აბა წინ ზურიკო,წინ ჩვენო ბიჭები,წინ ნაკრებო,წინ საქრთველო!!!
ბრაზი
18:57 24-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული