"უოტფორდი" ერთ-ერთ ლიდერთან ფრეს დასჯერდა - ჩაკვეტაძე სათადარიგო იყო

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის 39-ე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ ლიდერ „ლიდსთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა - 2:2.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნდა, როგორც ჩანს, ძალების აღდგენა ვერ მოასწრო და სათადარიგო იყო.

„უოტფორდი“ 49 ქულით მე-14 ადგილზეა და 1-ელ აპრილს გასვლაზე „ვესტ ბრომვიჩს“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ლიდსი 2:2
გოლები: 1:0 ბაიო (31), 1:1 სამერვილი (37), 2:1 დენისი (44), 2:2 ჯოზეფი (85)

altჩაკვეტაძემ ცოტა დაისვენა, ხვიჩას თამაში საეჭვოა, "მამარდასა" და "ქოჩორას" მიმართვა - ქართველების მნიშვნელოვანი მატჩები

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული