The Times: "ნიუკასლის" მწვრთნელი ჰოუ გამაოგნებელი მამარდაშვილის ფანია და ტრანსფერის განსახორციელებლად მზადაა

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ვალენსიას" მეკარით, გიორგი მამარდაშვილით "ნიუკასლია" დაინტერესებული. დღეს ამ ინფორმაციას თვით The Times-ი ადასტურებს

გამოცემა წერს, რომ "ნიუკასლში" მეკარის პოზიცია მტკივნეული თემაა, ნიკ პოუპი ჯერ კიდევ ტრავმირებულია, მარტინ დუბრავკა პოუპის კლასის არ არის და მწვრთნელი ედი ჰოუ მზადაა პრობლემა ზაფხულში მოაგვაროს.

The Times-ის მტკიცებით, "კაჭკაჭების" თავკაცი მამარდაშვილის დიდი ფანია და ტრანსფერის განხორციელებითაა დაინტერესებული, რამეთუ ქართველი იდეალური ვარიანტია, 23 წლისაა და შეუძლია ათწლეულის მანძილზე ნიუკასლელთა კარის დარაჯი გახდეს. თუმცა, იაფი არ დაუჯდება - 85 მილიონი ფუნტი, როგორც ეს კონტრაქტშია ჩაწერილი.
აღნიშნულია, რომ გიორგის სამსახურით აგრეთვე "ჩელსია" დაინტერესებული.

თუ "ნიუკასლმა" გიორგი შეიძინა, კლუბის ისტრორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს გაჩარხავს. აქამდე ყველაზე ძვირად, 63 მილიონ ფუნტად "სოსიედადისგან" ალეკსანდერ ისაკი გადაიბირა.

ხაზგასმულია, რომ უფრო იაფად მამარდაშვილს ხელში ვერ ჩაიგდებენ, ზოგიერთს შეიძლება თანხა გადაჭარბებულად ეჩვენება, მაგრამ ის გამაოგნებელი ტალანტია.

აღნიშნულ ინფორმაციას სხვა ბრიტანული მედიასაშუალებებიც ადასტურებენ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
85 მილიონი ფუნტი თითქმის 100 მილიონი ევროა და მაგდენი არამგონია ვინმემ მეკარეში გადაიხადოს, მაგრამ რა ფასად რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია კარგ ამბიციურ გუნდში გადავიდეს
გოგა
23:19 16-03-2024
0
რა არა რა არა ფეხბურთი როგორ იციდ იციდ მარტო ბარსა, რეალი, ბავარია იციდ სიტი და ასე შემდეგ სიტი იცი ოცი წლის უკან სად თამაშობდა მესამე ლიგაში და წლები ჭირდებოდა იქიდან ამოსასვლელად ნიუკალი იქნება ისეთივე გუნდი რამოდენიმე წელიწადში ცოტა წაიკითხეთ რაც ან უყურედ მარტო გოლებს რომ უყუბდ ცოტა წიგნიც წაიკითხედ რა
დდდ
19:46 16-03-2024
0

სიახლეები პოპულარული