"ფროზინონე" "ბოლონიასთან" დამარცხდა - კვერნაძე სათადარიგო იყო

AutoSharing Option
სერია A-ს მეცხრე ტურში „ფროზინონე“ გასვლაზე „ბოლონიასთან“ 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. შეცვლაზე შესულმა ჩუნიმ 63-ე წუთზე პენალტი მოიპოვა და სოულემ ანგარიში შეამცირა. კომპენსირებულ დროში მაციტელის გაძევების გამო სტუმრები კაცნაკლული დარჩნენ, თუმცა ბოლოს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცათ, მაგრამ მარკიზამ ვერ გაიტანა და მარცხი განიცადეს.

სტუმართა გუნდის ქართველი ლეგიონერი გიორგი კვერნაძე ისევ სათადარიგო იყო.

„ფროზინონე“ 12 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და 29 ოქტომბერს გასვლაზე „კალიარის“ დაუპირისპირდება.

ბოლონია. „რენატო დალ’არა“
ბოლონია - ფროზინონე 2:1
გოლები: 1:0 ფერგიუსონი (19), 2:0 სილვესტრი (22),
2:1 სოულე (63, პენ)
გაძევება: მაციტელი (90+3, ფროზინონე)

მკითხველის კომენტარები / 2 /
უცნაურია. აქამდე გვესმოდა რომ ქართველები ვერ ქაჩავდნენ და სათადარიგოზე ისხდნენ, ეხლა კი ეს ფროზინონეს მწვრთნელი გვეუბნება რომ ძალიან კარგიაო ვარჯიშებზე ძალიან მაგარიაო , ძირითადის წევრი გახდება მომავალშიო მაგრამ არ ათამაშებს. ისიც კი თქვა რომ საქართველოდან რომ ჩამოვიდაო ბრწყინვალე ფიზიკურ კონდიციებში ჩამოვიდაო ანუ ფიზიკა ძალიან მაგარი აქვსო, საქართველოში სად მოახერხა მაგ ბიჭმა ფიზიკურად ისე მომზადება რომ იტალიელები გადარია, და მაგ ყველაფრის მიუხედავად მაინც არ ათამაშებს. იმედია კარგი კაცი გამოდგება და საბოლოოდ დააწყებინებს თამაშს მარა ეს რა ხდება ეხლა, ასეთი რა გაურკვეველი მიზეზით არ ათამაშებს. იქნებ მართალი იყო დე ლაურენტისი ამ ბიჭზე, რო თქვა რათ უნდოდა ფროზინონე ჩვენთან გადმოსულიყოო, პატარა გუნდია ეშინიათ გავარდნის და მცირედაც ვერ რისკავენ
Scout.
23:55 22-10-2023
3
ჯერ გააცრუოს იმედები და მერე იძახეთ რა უნდა ქნას ისეთი რო ისე გაფუჭდეს სატურნირო მდგომარეობა ამის კისერზე იყოს გავარდნა საქმეში ნახვის ღირსი როგორ არაა ბრობი როა აიაქსში 0 ლია მარა მწვრტნელ ჯიუტად მაინც მოსწონს შანს იმსახურებს სკამზხე ჯდომიტ ვერ განვიტარდება
ნოდო
22:46 22-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული