ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!

AutoSharing Option
ირაკლი აზაროვი დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი გახდა - ინფორმაცია კლუბმა საკუთარ საიტზე გაავრცელა. საქართველოს ნაკრების მცველი უკრაინის ჩემპიონს სერბული "ცრვენა ზვეზდადან" შეუერთდა.

21 წლის ფეხბურთელმა "მეშახტეებთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი ტრანსფერი უკრაინელებს 3 მილიონი ევრო დაუჯდათ. 1 წლის წინ ირაკლი ბათუმის "დინამოდან" "ცრვენა ზვეზდაში" მხოლოდ 300 000 ევროს სანაცვლოდ გადავიდა, სერბებმა კი მოთამაშე 10-ჯერ უფრო ძვირად გაყიდეს.

აზაროვი გუნდთან ერთად ვარჯიშს დღეიდან შეუდგება. დონეცკის "შახტარი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, იქამდე კი უკრაინის პრემიერლიგის მატჩები ელოდება.

აღსანიშნავია, რომ დონეცკურ გუნდს
დაცვაში ქართული ფლანგები ეყოლება - მარჯვენა მცველის პოზიციაზე გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს. ისიც ხაზგასასმელია, რომ საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზიდან ჩემპიონთა ლიგაზე 2 ფეხბურთელი ითამაშებს და დიდი ალბათობით, ორივე ძირითად შემადგენლობაში იქნება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ისე ვიღაცა იტყვის , ამ გაწირვების ჟამს , ამ ომის დროს რა სამ მილიონებს იხდიან ფეხბურთელში , ეგ ფული ქვეყანას მოახმარონო მარა ფეხბურთის ქვეყნის პრესტიჟის მნიშვნელოვანი ნაწილია უკვე , ხო ხედავთ ჩემპიონატი არც კი გაჩერდა . ევროპულ ქვეყანაში ატარებენ მატჩებს
ლშა
10:05 23-08-2023
0
იმაზე, რაზედაც კომენტარს აკეთებთ, როგორც მინიმუმ ინფორმაცია მაინც უნდა გქონდეთ. თქვენზე ვამბობ, ვინც აქ აკომენტარებთ. ჯერ ერთი ის, რომ არ იყიდება საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელები მილიონებად. და მეორე, აზაროვის კონტრაქტში სერბებთან, დევს მუხლი, რომლითაც ბათუმის დინამო ამ 3 მილიონიდან მიიღებს 30 პროცენტს, ანუ 900000 დოლარს. ამას დამატებული ის 300 000 და ჯამში გამოდის 1 მილიონ 200 ათასი. კონტრაქტი რომ შემდგარიყო ამ 30 პროცენტის ვალდებულების გარეშე, მაშინ სერბები გადაიხდიდნენ მაქსიმუმ ერთ მილიონს. ასე რომ ბათუმის დინამოს არაფერი წაუგია. პირიქით მოიგო. საწყენი ისაა, რომ მხოლოდ სამ მილიონად გაიყიდა და არა მეტად, საიდანაც ბათუმს უფრო მეტი შეხვდებოდა.
ქუთაისი
22:31 22-08-2023
2

სიახლეები პოპულარული