Mondo Udinese: საზონოვი კოლოსი და "უდინეზეში" ბეკაოს შეცვლის კანდიდატია

AutoSharing Option
იტალიური მედია იტყობინებოდა, რომ მოსკოვის "დინამოს" ცენტრალური მცველით, საბა საზონოვით, სერია A-ს სამი კლუბია დაინტერესებული: "ფროზინონე", "სასუოლო" და "უდინეზე" და ეს უკანასკნელი აღნიშნულ შესაძლო ტრანსფერში მეორე პლანზეა. თუმცა, არაა გამორიცხული, ვითარება შეიცვალოს.

Mondo Udinese-ს ცნობით, უდინურ გუნდს მისი დაცვის ბურჯი, 27 წლის ბრაზილიელი როდრიგო ბეკაო დატოვებს, რომელსაც, ბონუსების ჩათვლით, "ფენერბაჰჩე" დაახლოებით 10 მილიონ ევროდ შეიძენს. ეს ფეხბურთელისთვის ყოველმხრივ კარგი იქნება, რამეთუ სეზონური 600-ათასიანი გასამრჯელო 2 მილიონამდე გაეზრდება და თან ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შესაძლებლობა მიეცემა.

ბეკაო "უდინეზეში" 2019 წლიდან თამაშობდა და გუნდის
დატოვების გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, მაგრამ შეთავაზება იმდენად მაცდუნებელი იყო, რომ უარი ვერ თქვა.

გამოცემა წერს, რომ "ახალი ბეკაო" შეიძლება საზონოვი გახდეს: "საბა საზონოვს აკვირდებიან. ის ნამდვილი კოლოსია, თითქმის ორი მეტრის სიმაღლისაა და მხოლოდ 21 წლისაა. ტრანსფერის უზრუნველსაყოფი თანხა 3 მილიონია. ვნახოთ, "თეთრ-ცისფერები" სერიოზულად იმუშავებენ თუ არა მის გადასაბირებლად და გარიგების მისაღწევად".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული