One Football: სერია A-ში საქართველო-მანიაა - საზონოვის ხელში ჩაგდებას სამი იტალიური კლუბი ცდილობს

AutoSharing Option
One Football-ი იტალიური კლუბების მოსკოვის "დინამოს" მცველის საბა საზონოვის მიმართ ინტერესს "კორიერე დელო სპორტზე" დაყრდნობით ადასტურებს და წერს, რომ სერია A-ში საქართველო-მანიაა:

"სერია A საქართველოზე შეყვარებულია: "ფროზინონე", "სასუოლო" და "უდინეზე" ახალგაზრდა საზონოვის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს გამოწვევას უგზავნიან.

გასულ წელს ხვიჩა კვარაცხელიათი დაწყებული და წელს გიორგი კვერნაძით გაგრძელებული ქართველი ფეხბურთელების ტალღა არ წყდება. "ფროზინონე" და "სასუოლო" საფეხბურთო აუქციონზე საზონოვისათვის საბრძოლველად მზად არიან, "უდინეზე" მეორე პლანზეა". ქართველი ცენტრალური მცველი, რომელიც ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე გამოირჩა, ამჟამად მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელია.

"ფროზინონეს" სპორტულმა დირექტორმა გვიდო
ანჯელოციმ საზონოვის მიმართ ინტერესი დაადასტურა: "ეს მოთამაშე მე ძალიან მომწონს, თუმცა ჯერ "დინამოსთვის" მის თაობაზე არ მიგვიმართავს".

საზონოვს "დინამოსთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 3 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ეს თემურლენგის წვერი მოიპარსოს და გინდ სიტის წაუყვანია:)
12
საზონოვმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და რუსულ გუნდთან კონტრაქტის შეჩერება რომ შეიძლებოდა,უეფას ვერდიქტით,ეგ წესი,მე მგონი ისევ მოქმედებს.ასე რომ თუ გაიწია,ვერ გააჩერებენ და ვერც ძალიან ძვირს მოითხოვენ.საბა წავა,მაგრამ ლუკა გაგნიძე გვრჩება და ნეტავი მასაც გამოუჩნდეს კარგი პატრონი.ტექნიკურ და ტაქტიკურ ასპექტში,რუსეთში თამაში,უკვე უარყოფითად შეეტყო,ლუკას,კონტრაქტი ხანგრძლივი აქვს და სანამ შანსია,ხაფანგს თავი, იქნებ როგორმე დააღწიოს.ისე,რაკუვის მსგავს გუნდში წასვლას,ისევ რუსეთში დარჩენა ურჩევნია.მტერი მტერს არ მოექცევა ისე უსულგულოდ,როგორც პოლონეთის რაკუვი მოექცა ლუკას.
სოსო
11:31 16-07-2023
0

სიახლეები პოპულარული