"კვარავაჯო, კვარადონა... დაარქვით, რაც გინდათ, ერთ-ერთი საუკეთესოა" - როგორ აფასებენ უცხოური გამოცემები ხვიჩას სეზონს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო სეზონი "ნაპოლის" რიგებში წარმატებული და გასაოცარი გამოდგა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა სერია A-ს 33-ე ტურში სკუდეტოს მოგება გაინაღდა, რაშიც 22 წლის გარემარბს უდიდესი წვლილი მიუძღვის. ცნობილმა იტალიურმა გამოცემებმა ხვიჩას სეზონი, რა თქმა უნდა, დადებითად შეაფასეს, გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"საქართველოდან ჩამოსულმა ბიჭმა "ნაპოლი" იტალიის მწვერვალზე დააბრუნა. ზოგიერთ ექსპერტს მისი ტრანსფერის წარმატებულობაში ეჭვი ეპარებოდა, თუმცა ქართველმა ყველა კრიტიკოსი პირველივე ტურიდან დაადუმა. ხვიჩამ "პარტენოპეის" წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა" - Goal Italia 9 ქულა.

"კვარავაჯო, კვარადონა... დაარქვით, რაც გინდათ, მაგრამ ამ ბიჭის
სახით "ნაპოლიმ" ბოლო წლების განმავლობაში საუკეთესო ტალანტი შეიძინა. ქართველი გუნდს გოლებითა და საგოლე პასებით ლიდერობს და ჩვენს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშეა" - Calciomercato 10 ქულა.

"უდავოდ სეზონის ყველაზე დიდი სიურპრიზია. მისი თამაშის მანერა გასაოცარია, ამით ქომაგების გული სეზონის დასაწყისშივე მოიგო. "კვარას" და ოსიმენის დუეტი მომაკვდინებელია. მნიშვნელოვანია, რომ ხვიჩა სტაბილურია, ამაზე ქართველის შედეგიანობა მეტყველებს, როგორც გატანილ გოლებში, ასევე საგოლე პასებში. ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო 3-ჯერ მოიპოვა, მხოლოდ ერთ სეზონში საკუთარი თავის საბაზრო ღირებულება 10-ჯერ გაზარდა" - Mediaset-ი 10 ქულა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით მიმდინარე სეზონში 37 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ტრიუმფის აბსოლუტური გმირების, კვარაცხელიასა და ოსიმენის გამო "ნაპოლის" თავზე პრემიერლიგის შავი ღრუბელი ჩამოწვა" - იტალიური მედია

alt"დიადი ფინიში და დამსახურებული ტიტული" - "ნაპოლის" ჩემპიონობა "მილანმა" მიულოცა

altზელინსკის ტრუსი ჩახადეს, სპალეტის მელოტ თავზე სწვდნენ - აგონია უდინეში

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "უდინეზესთან" მატჩში

მკითხველის კომენტარები / 3 /
სამწუხაროდ მგონია რომ ამ მწვრთნელის ხელში კვარას რეგრესი დაეწყება თუ უკვე არ აქვს დაწყებული (ბოლო ათი მატჩია გოლი 0 ასისტი 0) მე ეს მადარდებს ყველაზე მეტად ნაპოლი ჩემპიონი რომ გახდებოდა ეს ერთი თვის წინაც მთელმა პლანეტამ იცოდა. ბიჭო, როცა მარჯვენა ფლანგიდან ვითარდება ნაპოლის შეტევები, ამ დროს ხვიჩა რატომ არ შედის საჯარიმოში და რატომ დგას სადღაც აუტის ხაზთან?? დაჟე ოსიმენი რო იღებს ბურთს მარჯვენა ფლანგზე და საჯარიმოში არავინაა, მაშინაც არ შედის ხვიჩა საჯარიმოში.
რაღაც სიგიჟეა რასაც ვუყურებ. გუნდი თამაშობს 4-3-3 ტაქტიკით და მარცხენა ვინგერი საჯარიმოში არ შედის შეტევის დროს, არასოდეს მსგავსი რამ არ მინახავს. ჯერ იმ ფეხბურთს რა ვუთხარი ერთ მოთამაშეს რომ სამი კაცი იყვანს და "გალიებს" უდგამენ მეტოქეები, მაგრამ ეს ხომ პირდაპირ სპალეტის ბრალია დააყენე ცრუ ცხრიანის არეალზე მოხეტიალე ვინგერად და ფეხბურთელი თვითონ შეაფასებს სად და რა დროს ჯობია მოძრაობა. მისი ადგილი კი შეწევის დროს მარცხენა მცველს დააზღვევიე კვარას პოზიციაზე მომენტალური აწევით. აბა რას მიკეთებს რუი და ოლივერა მიაჩეჩებენ კვარას ხუთ მცველში ბურთს და აბა შენ იციო. ბორკილებით რომ აბამ კუთხურის ხაზთან თა კატეგორიულად ეუბნები ეს არის მხოლოდ შენი არეალიო დარწმუნებული ვარ ხვიჩაც განიცდის მისივე მწვრთნელის ფრთების შეჭრის უაზრო ახირებას მაგრამ რას იზამს ის ფეხბურთელია და ემორჩილება მენტორის დირექტივას თუნდაც ეს მისთვის საზიანო იყოს.
Charley
18:01 05-05-2023
4
კარგია რომ მიხვდით იტალიელები თუ რა ფეხბურთელი ჩამოვიდა და ბრწყინავს თქვენს ჩემპიონატში,თუ თვალს ფართოდ გაახელთ,კიდევ რამოდენიმეს იპოვით,დაგეხმარებით: მიქაუტაძე გიორგი,გოჩოლეიშვილი,გაგნიძე,და კიდევ საბა საზონოვი,ასე რომ იჩქარეთ,სანამ დროა!!!
ზაზა
14:37 05-05-2023
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული