რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "უდინეზესთან" მატჩში

AutoSharing Option
სერია A-ს 33-ე ტურში "ნაპოლი" "უდინეზეს" ესტუმრა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და "პარტენოპეი" სკუდეტოს გამარჯვებული ისტორიაში მესამედ გახდა. სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა 5 ტურით ადრე გაინაღდა.

"პარტენოპეის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 86 წუთი გაატარა. ქართველი ირვინ ლოსანომ შეცვალა.

უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა "კვარას" თამაში 6.9 ქულით შეაფასა, მეორე გამოცემა Whoscored-მა კი ხვიჩას 6.7 ქულა დაუწერა. ორივე პორტალის მიხედვით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვიქტორ ოსიმენი გახდა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით 37 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე
საგოლე პასით გამოიჩინა.

altეს უნდა ნახოთ! ნეაპოლში ზეიმი დაიწყო [VIDEO]

altდიდებულია - კვარაცხელია სადებიუტო სეზონში "ნაპოლისთან" ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

altსანახევროდ წითელი, სანახევროდ ლურჯი - "მარადონაზე" საგიჟეთია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
რა ტვისტი ჩარლსტონი და ტანგო გელანდებათ ხალხო!!! ხვიჩა კვარას დრიბლინგი სუფთა ქართული - აჭარული ცეკვის ილეთია. ვისაც არ გჯერავთ - კითხეთ ფრიდონ სულაბერიძეს, სუხიშვილებსა და ერისიონის მოცეკვავეებს!
ვაჟა მასწავლებელი
17:53 05-05-2023
0
გულისტკივილით ვკითხულობ ზოგიერთი ,, პროფესორი გულშემატკივრის" რჩევა-დარიგებეებს და ,,ე.წ. ანალიზს''.
ხალხნო, რა გჭირთ? ფეხბურთი ხომ მაინც უნდა გვაერთიანებდეს?...
მინდა მეგობრებო, ვთხოვო(თქვენი სახელითაც) ბატონ ვოვა გუცაევს, იქნებ ფედერაციამ ან ვისაც ხელეწიფება, რომ დაარგანიზოს ხვიჩასთან შეხვედრა-მასტერ კლასი.. ხვიჩა თავმდაბალი ტიპია და ვგონებ არ იუკადრისეეებს ბატონ ვოვას პროფესიონალური დრიბლინგის გაკვეთილეებს... მიღებული უნარ-ჩვევები სურპრიზი იქნება ევროპელი მცველებისათვის...
გიორგი 50
12:07 05-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული