ქეცბაიას სტუმრობაო, არ გეგონოთ ხუმრობაო - "ანორთოსისმა" ქართველების აპოელ-ს სძლია

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ გასვლაზე 2:0 დაამარცხა აპოელ-ი.

როგორც იცით, სეზონის დაწყების წინ „ანორთოსისი“ რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა და მათ შორის, ბუბა დაუშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ, დატოვა, რომლებიც აპოელ-ში გადავიდნენ და თითქოს ქეცბაია გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ თავიდან დაიწყო გუნდის მშენებლობა და შედეგსაც აღწევს. როდესაც თემური ამბობდა, ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთო, ბევრს ეს, ალბათ, სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა, თუმცა ფამაგუსტური გუნდი, აგერ, უკვე 13 მატჩია დაუმარცხებელია და სატურნირო ცხრილში 37 ქულით მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა.

„ანორთოსისის“ კარს გიორგი ლორია
იცავდა. აპოელ-ში დაუშვილმა 45 წუთი ითამაშა, ქვილითაიამ - შეუცვლელად, ხოლო ოქრიაშვილი 67-ეზე შევიდა შეცვლაზე, 85-ე წუთზე კი ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. იმ დროისთვის მის გუნდს ყველა შეცვლა განხორციელებული ჰქონდა, თორნიკეს ნაცვლად თამაშში ვერავინ ჩაერთო და რადგან 76-ე წუთზე მათი მცველი სარაბია გააძევეს, ორკაცნაკლულნი დარჩნენ.

„ანორთისისი“ ლიდერ „აპოლონს“ 8 ქულით ჩამორჩება და 26 თებერვალს გასვლაზე დაუპირისპირდება, ხოლო აპოელ-ი, რომელსაც ხუთმატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტეს, 36 ქულით მესამე ადგილზეა და 25 თებერვალს სტუმრად „ომონიას“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებები საამაყო ხარ ჯიგარო გაიხარე
aron
09:16 18-02-2022
0
ცხადია, სადაც მეტი ქრთველი იყო იმ გუნდმა წააგო
ცხოვრებისეული გამოცდილებითაც მოსალოდნელი იყო
04:19 18-02-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული