ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონი: 5 ქართული გოლი

AutoSharing Option
გასულ შაბათს ხუთმა ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა გოლი.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. მეშვიდე ტური.
არკა - ზაგლებიე 2:2. მასპინძელთა გუნდში გოლი გაიტანა ნახევარმცველმა ლუკა ზარანდიამ და ყვითელი ბარათიც მიიღო. მენ შეუცვლელად იასპარეზა.

ესპანეთი. სეგუნდადივიზიონი. მესამე ტური.
ლუგო - ნუმანსია 3:2. მასპინძელთა გუნდის ახალწვეული ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია 84-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 90+5-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

სარაგოსა - ლას პალმასი 1:1. "სარაგოსას" ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი განაცხადში არ ყოფილა.

რუსეთი. პრემიერლიგა. მეექვსე ტური.
კრილია სოვეტოვი - ანჟი 1:0. სამარელთა გოლკიპერი გიორგი ლორია განაცხადში არ
იყო.

კრასნოდარი - ლოკომოტივი 2:1. მოსკოველთა მცველმა საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა. რაც შეეხება ყუბანური გუნდის ნახევარმცველს თორნიკე ოქრიაშვილს, მეორე გუნდში იასპარეზა "სოჩისთან" (1:1) და პენალტი გაიტანა.

უკრაინა. პრემიერლიგა. მეშვიდე ტური.
შახტარი - მარიუპოლი 2:0. დონბასელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა მცველმა დავით ხოჭოლავამ.

უნგრეთი. NB 1. მეშვიდე ტური.
დოჟა უიპეშტი - ჰონვედი 0:0. მასპინძელთა გუნდის ფორვარდი გიორგი ბერიძე სასტარტოში  იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს.

მეზოკოვესდი - პუშკაშ აკადემია 2:0. პუშკაშელთა თავდამსხმელი ბაჩანა არაბული ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.

ლიეტუვა. თასი.
ვიტისი - შტუმბრასი 0:3. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ლევან მაჭარაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 82-ე წუთზე მესამე გოლი გაიტანა.

ლატვია. ვირსლიგა. მეოცე ტური.
ვენტსპილსი - რიგასი 2:0. მასპინძელთა გუნდში 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე გიული მანჯგალაძე და მეორე გოლი გაიტანა. სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს ნიკა სანდოხაძემ და ლაშა შერგელაშვილმა, ბექა ვაჩიბერაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 29-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ირაკლი სიხარულიძე სათადარიგო იყო.

მეტა - იელგავა 3:0. იელგავას ნახევარმცველმა გურამ ლუკავამ შეუცვლელად ითამაშა.

კვიპროსი. 1 დივიზიონი. მეორე ტური.
პაფოსი - ანორთოსისი 1:1. ფამაგუსტელთა თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე სასტარტოში იყო და 84-ე წუთზე ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ შეცვალა.

alt ლუკა ზარანდიამ "ზაგლებიეს" გოლი გაუტანა [VIDEO]

altაბურჯანია ნუმანსიასთან მატჩის 84-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 90+5-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ