საქართველოს ნაკრები ესპანეთში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის გარეშე ჩავიდა

AutoSharing Option
17 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ვალიადოლიდში ჩავიდა, სადაც ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავს. წლის ბოლო მატჩში ჩვენი გუნდი ესპანეთის ნაკრებს ხოსე სორილიას სახელობის სტადიონზე, 19 ნოემბერს დაუპირისპირდება. შოტლანდიასთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრებს ლევან შენგელია ვერ დაეხმარება.

18 ნოემბერს, ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს, სადაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართება.

ესპანეთი - საქართველოს მატჩი, 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია
(„დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“ კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანთაქია, თურქეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

18 ნოემბრის განრიგი (ესპანეთის დროით)

12:00 - ესპანეთი ნაკრების ვარჯიში

17:30 - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

18:00 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში

18:30 - ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
მართალი ხარ უცნობო აგერ რონალდოს ხათრითა და სიყვარულით მთელ პორტუგალიას არ ძინავს ალ ჰილალია თუ ალ შაბაბი იმათზე დარდით და მთელი საუდეთი პორტუგალიელი ფანებით არის სავსე.მე ის კი არ მითქვამს ჩვენებს არ უნდა უგულშემატკივროო მარა რომის პაპზე მეტ კათოლიკეებად ნუ გადავიქცევით ჯერ ჩვენი და მერე სხვა.ნაპოლის საპირფარეშოები რომ ზეპირად ვიცით და ჩვენს ფეხბურთში რა ხდება იმის აზრზე რომ არ ვართ ეგ არის პირველ რიგში დასალაგებელი თორე ჩვენი ლეგიონერების გუნდებს არავისზე ნაკლებად არ ვგულშემატკივრობ
გოგა
16:44 18-11-2023
5
შიშის,რიდის,კრძალვის გარეშე ითამაშეთ ბიჭებო,მაქსიმალური ყურადღებითა და ბოლომდე თვითხარჯვით.ვიცით და გვჯერა,რომ ბევრი შეგიძლიათ.დე იყოს ხვალ თქვენი დღე,თქვენთან ერთად ჩვენიც!
ბრაზი
12:59 18-11-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული