ეროვნული ლიგა დაიწყო - ბათუმის "დინამომ" "კოლხეთს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ჩემპიონატი ბათუმის „დინამოსა“ და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ფოთის „კოლხეთის“ მატჩით გაიხსნა.

ტრიბუნები არ გაივსო, ტემპი დაბალი იყო, თამაში ნაკლებად სანახობრივი, პირველ ტაიმში მასპინძლები სენეგალელმა ნახევარმცველმა გომისმა დააწინაურა, რომელიც შეხვედრის დაწყების წინ სტადიონზე სხვა ახალწვეულებთან ერთად წარადგინეს. შესვენების შემდეგ თამაში უფრო საინტერესო გახდა, ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, თუმცა ანგარიში არ შეიცვალა და ჩემპიონმა გამარჯვება მოიპოვა.

მეორე ტურში, 6 მარტს „კოლხეთი“ სტუმრად „სამტრედიას“ დაუპირისპირდება, ბათუმის „დინამო“ კი 7 მარტს გასვლაზე „გაგრას“.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - კოლხეთი 1:0
გოლი: გომისი (11)

alt

ბათუმის "დინამომ" "კოლხეთს" სძლია [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />ბათუმის "დინამომ" 25 წლის უკრაინელი მცველი დაიმატა
მკითხველის კომენტარები / 12 /
მე ქართული ფეხბურთის თავგადაკლული ფანი ვარ. თუ სადმე ქართველი თამაშობს უცხოეთში ყველა თამაშს ვუყურებ და ვგულშემატკივრობ. მაგრამ საქართველოში თამაშობენ დამდგარ ფეხბურთს. ძალიან დაბალია ტემპი. ანუ უბურთოდ არავინ მოძრაობს და ეს ხარისხზე აისახება.
ვფიქრობ რომ საჭიროა მეტი ფიზმომზადება რომ ტემპი ინტენსიური იყოს.
თუმცა დემჩენკოს ფაქტორის გათვალისწინებით მაინც მჯერა რომ ევროსარბიელზე წელს უკეთ გამოვა, ვიდრე წინა წელს. ასევე ტორპედოსი მეიმედება.
ყველა კლუბს წარმატებებს ვუსურვებ.
ვანჩოპე
13:27 02-03-2024
0
Batumis dilaa da ras elit misgan?gors dila waartva da tviton daabnela.demchenkos wamzomi chaerto da vnaxot zafxulshi tu mouwevs kurortze darchena.
0

სიახლეები პოპულარული