ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"არსებობს რისკები, გასაჩივრების შემთხვევაში სპორტული შედეგი დაზიანდეს"

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

- ლოკომოტივი-ტორპედო: სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება

"ჩვენ ვაპირებდით, მიგვეღო კონტრზომები, მაგრამ ვინაიდან არსებობს რისკები გასაჩივრების შემთხვევაში სპორტული შედეგის დაზიანებასთან დაკავშირებით, ვიღებთ გადაწყვეტილებას: ამ სანქციას არ ვასაჩივრებთ.

მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერს ჰქონდა თავისი მიზეზიც და შედეგიც, არ იყო სათანადოდ დაცული მასპინძელი გუნდის მიერ უსაფრთხოების ნორმები", - განაცხადა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა მოსიაშვილმა "ტორპედოს" "ფეისბუქგვერდის" ვიდეომიმართვაში.
ასევე დაგაინტერესებთ