სიახლეები

ევრო 2016. 1/8 ფინალი: პორტუგალიამ ხორვატიას წვალებით მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
25 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე სამი 1/4-ფინალისტის ვინაობა გაირკვა. პოლონეთისა და უელსის ნაკრებებთან ერთად, შემდეგ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრები ითამაშებს, რომელმაც 1/8-ფინალში ხორვატიის ეროვნულ გუნდს დამატებით მეორე ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო - 1:0.

ლანსში, "ფელიქს ბოლარზე" გამართული შეხვედრის პირველი ორი ტაიმი საკმაოდ უღიმღამო გამოდგა - მეტოქეები მეტისმეტად ზრუნავდნენ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე და 90 წუთი ისე მიილია, მაყურებელმა დასამახსოვრებელი ვერაფერი ნახა.

დიდად სანახაობრივი არც დამატებითი ტაიმები გამოდგა, გოლი კი 117-ე წუთზე, პორტუგალიელთა სწრაფ კონტრშეტევას მოჰყვა - ბურთი
კარში რიკარდო კუარეჟმამ გადაგზავნა. აღსანიშნავია, რომ მანამდე წუთით ადრე პორტუგალიელთა კარი ძელმა იხსნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

30 ივნისს მეოთხედფინალში ერთმანეთს პოლონეთისა და პორტუგალიის ნაკრებები შეხვდებიან.
ასევე დაგაინტერესებთ