რაკიტიჩი: ხორვატიას რონალდოზე ბევრი ფიქრი არ სჭირდება, აქეთ იფიქროს ჩვენზე

AutoSharing Option
ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა 25 ივნისს, პორტუგალიასთან გასამართ ევრო 2016-ის 1/8-ფინალურ დაპირისპირებაზე ილაპარაკა, სადაც კრიშტიანო რონალდოც ახსენა.

ევრო 2016. 1/8-ფინალების წინ: დღეიდან პლეი ოფი იწყება

"პორტუგალიის ნაკრები მხოლოდ კრიშტიანო რონალდო არაა. ის საკმაოდ კარგი გუნდია, რომლის ფეხბურთელები საუკეთესო კლუბებში გამოდიან.

ჩვენ არ გვჭირდება ზედმეტად ბევრი ფიქრი რონალდოზე, დაე, თვითონ მან იფიქროს ცოტა ჩვენზე. პლეი ოფში ყველაფერი შეიძლება მოხდეს - აქ ხომ ბედი ერთ თამაშში წყდება. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის", - აქვეყნებს რაკიტიჩის ნათქვამს 24sata.

ხორვატია-პორტუგალიის შეხვედრა ლანსში თბილისის დროით
23:00 სთ-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაკიტ, ძმაო, იფიქრა მან უკვე თქვენზე, ან თქვენს უდიდებულესობებზე და რა..... ახლა თქვენ იფიქრეთ მომდევნო ჩემპიონატზე, 2018 წლის მსოფლიოზე, იქნებ რამე გააკეთოთ, თორემ გუშინდელი თამაშით შორს ვერ წახვალთ, ბოლოსდაბოლოს კარში არ დაგირტყამთ 120 წუთის მანძილზე, 17-ჯერ დაარტყით, მაგრამ არც ერთი კარში და ამით გინდოდათ რონალდუს თქვენზე ეფიქრა :))))))))))))))
გულშემატკივარი
12:01 26-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული