კრიშტიანო რონალდომ ლუიშ ფიგუს რეკორდი გააუმჯობესა

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ რეკორდი დაამყარა.

რონალდოსთვის ავსტრიასთან (0:0) ევრო 2016-ის მეორე ტურის მატჩი ნაკრების მაისურით 128-ე შეხვედრა აღმოჩნდა.

- ევრო 2016. II ტური. F ჯგუფი: რონალდო პენალტს აფუჭებს, პორტუგალია ვერ იგებს [VIDEO]

გამომდინარე აქედან რონალდომ ლეგენდარული ლუიშ ფიგუს გადაუსწრო, რომელიც ნაკრებში 1991-დან 2006 წლამდე თამაშობდა.

კრიშტიანო რონალდოს დებიუტი ნაკრებში 2003 წლის 20 აგვისტოს შედგა.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი ფეხბურთელებიდან რონალდოსთან ყველაზე ახლოს ნანია, რომლის ანგარიშზე 98 მატჩია პორტუგალიის ნაკრების მაისურით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული