ტოჩინოშინმა იაპონიაში 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა და კიდევ ერთი ტურნირი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ ტელეკომპანია "ფუჯი TV"-ის მიერ გამართულ ერთდღიან, კომერციულ ტურნირში გაიმარჯვა.

შეჯიბრება სუმოს მექად აღიარებულ ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში გაიმართა და ოლიმპიური სისტემით ჩატარდა.

1/6-ფინალში გორგაძემ გამოცდილი იაპონელი რიკიში, იკიოი ჩამოიშორა გზიდან.

1/8-ფინალში კი სუმოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი, 40-გზის ჩემპიონი, მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო დაამარცხა.


1/4-ფინალში ტოჩიმ იაპონელთა იმედი, ჰოკუტოფუჯი გამოთიშა ასპარეზობას, რომელმაც სხვათა შორის, ყველაზე მედგარი წინააღმდეგობა უწია ჩვენებურს ამ ტურნირზე. ნახევარფინალში ლევანმა კიდევ ერთ გამოცდილ იაპონელ სეკიტორს, ოკინოუმის სძლია.

ფინალურ შეხვედრაში, უკანასკნელი რამდენიმე ბაშოს უცვლელ სეკივაკეს, მონღოლ ტამავაშის მოუგო და ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა!

აღსანიშნავია, რომ ტოჩიმ ამ ტურნირზე თავისი საფირმო და იაპონელთა მიერ ყველაზე პატივსაცემი, კლასიკური სუმო იჭიდავა და 5-ივე ორთაბრძოლაში იორიკირის ილეთით იმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ჰაკუჰოს რომ მოუგო, ჯერ მარტო მაგისთვის ეკუთვნის ოძეკობა:-)) მაგარი ძმა ხარ, ლევან!! ვამაყობთ შენით!
ჯანო ჯანდიერი
13 თებერვალი 2018 12:02
0
1/6 ფინალი. ანუ მეექვსედ ფინალი. :)
(მერე მოდის მეხუთედ ფინაალი)
ზ.კალორია
13 თებერვალი 2018 15:30
3
არ შეიძლება ყველა შეხვედრის ვიდეო რომ დაიდოს?
ნუგზარი
13 თებერვალი 2018 15:07
0
ცხრა კომენტარი რა ამბავია შიბლაკოკოითო?
ყველას მაგივრად ხომ იცი მარტო ალაოდ მყოფი შიბლაჭორიკნები გამოთქვამენ აზრს, თუ საკოკოითეში მაგის შეგნება არა გაქვთ?
შიბლატროლის
13 თებერვალი 2018 13:05
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული