რობერტ კობლიაშვილმა პარიზის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა

AutoSharing Option
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე რობერტ კობლიაშვილმა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97 კგ.) ნახევარფინალურ შეხვედრაში დაამარცხა გერმანელი მოწინააღმდეგე ლუკას ლაზოგიანისი და ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ. რობერტ დინგაშვილი

65 კგ. გოდერძი ძებისაშვილი

74 კგ. ავთანდილ კენჭაძე

86 კგ. ვლადიმერ გამყრელიძე

ოლიმპიადის ლიცენზია ამ დროისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მხოლოდ ორ წევრს, გივი მაჭარაშვილსა (97 კგ) და გენო პეტრიაშვილს (125 კგ) აქვს.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული