3 ქართველი 2 ბრინჯაოს მედლისთვის - ტატო კოჰარას შეხვდება, შავდათუაშვილი და ტერაშვილი ერთმანეთს

AutoSharing Option
უნგრეთში მიმდინარე მასტერსის მეორე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი ფინალურ ბლოკში იჭიდავებენ, სამივე მათგანი მესამე ადგილის მოპოვებას შეეცდება.

გრიგალაშვილმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ მიყოლებით ყაზახი აბილაიხან ჟუბანაზარი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი ბარიერი გადალახა, ნახევარფინალში კი ბრაზილიელ გილერმე შმიტთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ტატოს მეტოქე იაპონელი კენია კოჰარა იქნება.

-73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი დაუპირისპირდებიან.

ლაშამ პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კუბელი მაგდიელ ესტრადა და გერმანელი იგორ
ვადტკე დაამარცხა, მეოთხედფინალში უზბეკ მოროდჯონ ოლდოშევთან წააგო, რის გამოც რეპეშაჟში გადაერთო, იქ კი კოსოვოელი აკილ ჯაკოვა დაამარცხა.

რაც შეეხება გიორგის, ნახევარფინალამდე უზბეკი ობიდხონ ნომონოვის, აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვისა და მოლდოველი პეტრუ პელივანსის ბარიერი გადალახა, ნახევარფინალში კი ტაჯიკ ბეჰრუზ ხოჯაზოდასთან წააგო.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ტატო, ჩვენო არაჩვეულებრივო ფალავანო, ვერ წარმოიდგენთ რა აღტაცება და სიამაყის გრძნობა დაგვეუფლა, როცა თქვენი ინტერვიუ წავიკითხეთ, სადაც საკუთარ არაადამიანურ შრომისმოყვარეობაზე წერდით( 6 საათი და მეტი ყოველდღე)... მე ისეთი გრძნობა დამეუფლა(და არამარტო მე), რომ რინერის რეკორსაც მოხსნის მეთქი... გთხოვთ, ნუ ჩაგვიქრობთ საქართველოს ამ ოცნებას.... ჩავთვალოთ, რომ ბუდაპეშტის მასტერსი, უბრალოდ უსიამოვნო გამონაკლისი იყო... მსაჯების და შიდოების იმედზე აღარასოდეს დავრჩეთ... გრიგალაშვილი ხააარ და მომავალში ყოველთვის გააამართლე შენი გვარი და ის, ვისი გორისაც ხააარ...
გიორგი-50
22:48 05-08-2023
0
უკვე უზბეკები და ტაჯიკები გვიგებენ @ ყველა ქვეყანაში ძიუდო წინ მიდის და ვითარდება და ჩვენ კი იგივე დონეზე ვრჩებით @@
zura222
19:07 05-08-2023
13

სიახლეები პოპულარული