„სილქ უნივერსალის“ ექსკლუზივი - 2023 მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში

AutoSharing Option
იუდოში მსოფლიო ჩემპიონატს 7-დან 14 მაისის ჩათვლით დოჰა/კატარი მასპინძლობს. სპორტის მოყვარულებს, 12 ყველაზე ძლიერი ქართველი სპორტსმენის გულშემატკივრობა, ექსკლუზიურად არხზე „სილქ უნივერსალი“ შეეძლებათ.

ტრადიციულად მსოფლიო პირველობაზე თითო წონით კატეგორიას, თითო საშეჯიბრო დღე ეთმობა:

7 მაისი - გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ)
8 მაისი - ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ)
9 მაისი - ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ)
10 მაისი - ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ეთერ ასკილაშვილი (-63 კგ)
11 მაისი - ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური (-90 კგ)
12 მაისი -
ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ)
13 მაისი - გურამ თუშიშვილი (+100 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ)

გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობას საქართველო 14 მაისს შეძლებს.

არხით „სილქ უნივერსალი“ SilkTV-ის ნებისმიერი პაკეტის მომხმარებელი სარგებლობს.. ამავე დროს, სპორტის მოყვარულს შეუძლია ჩემპიონატის თვალის მიდევნება სხვადასხვა მოწყობილობით, ინტერნეტის გახარჯვის გარეშე, თუ აპლიკაცია Silk Go ჩამოტვირთავს. უგულშემატკივრეთ ქართველ ათლეტებს სმარტფონით, პლანშეტით, პერსონალურ კომპიუტერით #სადაცარუნდაიყო. ასევე ნახეთ SilkGo-ს ტრანსლაციები სმარტ-ტელევიზორებში.

(R)
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ფინალური შეხვედრების ყურება კარგია , მარა ფინალამდე შეხვედრები სად ვნახოთ ?
შაქრო
14:39 07-05-2023
0
რა, გადაცემების დაწყების დრო საიდუმლოა?
ჟორა გაბრიჭიძე
20:02 06-05-2023
0

სიახლეები პოპულარული