ჭიდაობა

ძიუდო

ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: შავდათუაშვილმა მე-2 ბრძოლაც მოიგო

AutoSharing Option
ლაშა შავდათუაშვილმა ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 დაპირისპირებაც მოიგო. ქართველი სპორტსმენის მეტოქე გამბიელი ფაიე ნჟიე იყო, რომელიც ლაშამ მარტივად, ორ წუთზე ნაკლებ დროში, იპონით შეფასებული გდებით დაამარცხა.

გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

შავდათუაშვილის მომდევნო მეტოქე 19 წლის სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი იქნება. შეხვედრა დაახლოებით 15 საათზე დაიწყება.
ასევე დაგაინტერესებთ