ჭიდაობა

ძიუდო

ვაჟა მარგველაშვილი: ოლიმპიადამდე გამოვასწორებ ამ შეცდომას

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ ვაჟა მარგველაშვილმა (-66) გაზეთ "ლელოსთან" კომენტარი გააკეთა:

- [ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] მარგველაშვილის ორმაგი გმირობა [VIDEO]
- ირაკლი ცირეკიძე: მარგველაშვილმა ძალიან ჭკვიანურად იჭიდავა

"ამ ტურნირზე გამარჯვებას და მსოფლიოს ჩემპიონობას ვგეგმავდი. ამისთვის ძალიან მაგრად ვემზადებოდი. აქამდე ევროპის ჩემპიონი ვიყავი, ახლა კი ეს მედალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მედალია. ვიმედოვნებ, მსოფლიოს ჩემპიონატი ჭკუას მასწავლის და ოლიმპიადაზე გამოვასწორებ ამ შეცდომას.

ნახევარფინალში იაპონელ აბესთან საბრძოლველად ყოველმხრივ მზად ვიყავი, მაგრამ შეცდომა დავუშვი. ცუდია, მაგრამ სპორტია და შეცდომაც ხდება ხოლმე.

მთლიანობაში ძალიან გახარებული ვარ ამ მედლით. ეს ჩემთვის დიდი წარმატებაა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონობა მინდოდა", - თქვა ვაჟამ.
ასევე დაგაინტერესებთ