მოფარიკავე მაია გუჩმაზოვა ტაშკენტის მსოფლიო თასის ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მაია გუჩმაზოვა ტაშკენტის მსოფლიო თასის (სატელიტი) ჩემპიონი გახდა.

ქართველ მოფარიკავეთათვის ახალი 2019/20 წლების სეზონი მაია გუჩმაზოვამ წარმატებით გახსნა.

უზბეკეთის დედაქალაქში გამართულ დაშნით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე მაიამ, ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული, ყველა შეხვედრა მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა.

1/4-ფინალი
მაია გუჩმაზოვა-რადა კასიმოვა (უზბეკეთი) 15-6

1/2-ფინალი
მაია გუჩმაზოვა-ვერონიკა როჟკოვა (უზბეკეთი) 15-14

ფინალი
მაია გუჩმაზოვა-მარინა კესაევა (რუსეთი) 15-9

ტაშკენტში, მსოფლიო თასზე გამარჯვების შემდეგ მაია გუჩმაზოვა FIE-ს რეიტინგში 56 საფეხურით დაწინაურდა და ამჯერად 144-ე ადგილზეა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
Mაგრა მევასება ეს))
0
ყოჩაღ მაია.იმედი მაქვს ოლიმპიურ ლიცენზიას შესწვდები და მოიპოვებ.
პ.ს. ადმინ სატელიტი ვიცი რასაც ნიშნავს,მაგრამ სატელიტური თასი რა არის,იქნებ განმარტოთ?
სოსო
12:00 10-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული