მსოფლიოს თასი ისევ იქნება - რა ბედი ეწევა ოლიმპიადას?

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის კომისარმა გერი ბეტმენმა მსოფლიოს თასის მომავალზე ისაუბრა.

"დარწმუნებით შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ მსოფლიოს თასის ჩატარება გაგრძელდება და ეს ტურნირი რეგულარული გახდება. ჯერ არ გვქონია მოლაპარაკებები NHL-ის მოთამაშეთა ასოციაციასთან თემაზე - რა სიხშირით უნდა ჩავატაროთ მსოფლიოს თასი: ერთხელ ოთხ წელიწადში, სამში თუ ხუთში. ეს სერიოზული განსახილველი თემაა.

ჩვენ ეს ტურნირი ბოლოს 12 წლის წინ ჩავატარეთ. გვინდოდა მისი დაბრუნება და იმის შემოწმება, რამდენად წარმატებული იქნებოდა და ყურადღებას მიიპყრობდა. ასეთი იყო ამოცანა. ტურნირმა წარმატებით ჩაიარა და ის მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა
საერთაშორისო სპორტულ არენაზე.

მიგვაჩნია, რომ მსოფლიოს თასი გახდა ფუნდამენტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ", - თქვა ბეტმენმა.

* * *
ამასობაში, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა რენე ფაზელმა განაცხადა, რომ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში ჰოკეის ეროვნული ლიგის მოთამაშეების მონაწილეობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ნოემბერში მიიღებენ, როცა გაიმართება შეხვედრა NHL-ის ხელმძღვანელობასთან. ადრე იტყობინებოდნენ, რომ საერთაშორისო ფედერაციამ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა გამონახონ დაახლოებით 10 მილიონი დოლარი ჰოკეისტების დასაზღვევად.

"დიდი ალბათობით, ეს შეხვედრა გადამწყვეტი იქნება. შეიძლება მივიდეთ პრინციპულ შეთანხმებამდე და შემდეგ განვიხილოთ ზოგიერთი დეტალი, - ამბობს ფაზელი. - ჩვენი ამოცანაა - ვიპოვნოთ ფული და მიმაჩნია, რომ ამის მოგვარება შეიძლება. მაგრამ ამისთვის, უდიდესი სამუშაოა ჩასატარებელი. უახლოესი ხუთი-ექვსი კვირის განმავლობაში, ბევრი მგზავრობა და შეხვედრა მომიწევს, რის შემდეგაც მივიღებ რეალურ ფინანსურ სურათს.

პირადად მე მიმაჩნია, რომ ამ მომენტისთვის შანსები 50/50-ზეა. დღეს, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციისთვის ეს არის ნომერ პირველი ამოცანა და საზრუნავი. მზად ვარ კომპორმისებზე წასასვლელად და ამ მიზნისთვის იმ ფულის დასახარჯად, რომელიც ჩადებულია ფედერაციის ბიუჯეტში ჰოკეის განვითარებისთვის. მთავარია, რომ უძლიერესმა ჰოკეისტებმა შეძლონ ოლიმპიადაზე თამაში", - ამბობს ფაზელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული