ჰოკეი. NHL. ფინალური სერია: "პიტსბურგი" მეოთხედ!

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ფინალური სერია დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ "სან ხოსე" შინ თამაშობდა მეექვსე შეხვედრას, "ზვიგენებმა" ვერ შეძლეს ამ უპირატესობის გამოყენება და სერიის მეშვიდე მატჩში გადაყვანა.

ანგარიში პიტსბურგელმა ბრაიან დუმოლენმა მეცხრე წუთზე გახსნა და ეს შაიბა "სან ხოსემ" 27-ე წუთზე გაქვითა - თავი გამოიჩინა ლოგან კუტურმა. თუმცა მასპინძლების სიხარული მხოლოდ 79 წამი გაგრძელდა. კრის ლეტანგმა მეორედ გაიყვანა წინ "პინგვინები". დარჩენილ დროში "სან ხოსემ" შაიბის გატანა ვეღარ შეძლო, "პიტსბურგმა" კი ბოლო წუთზე ცარიელ კარში მესამე შაიბა შეაცურა (პატრიკ ჰორნკვვისტი) და შეხვედრას
წერტილი დაუსვა.

ბოლო ორი გოლი სიდნი კროსბის პასის შემდეგ შედგა, რომელიც პლეი ოფის MVP გახდა.

ეს საკამათო გადაწყვეტილება იყო, რადგან კროსბიმ 24 მატჩში 19 ქულა (6+13) დააგროვა (მეექვსე ადგილი პლეი ოფის ბომბარდირებს შორის), ხოლო სარგებლიანობის კოეფიციენტი "-2" ჰქონდა. ფინალის ექვს მატჩში კროსბიმ მხოლოდ ოთხი შედეგიანი პასი მიითვალა, ასევე ვერ გაიტანა "ვაშინგტონთან" სერიაში. მას მხოლოდ "რეინჯერსთან" და "ტამპა ბეისთან" სერიები გამოუვიდა. ცნობისთვის, კროსბის ინდივიდუალური პრიზების კოლექციაში ფინალის MVP-ის ტიტული არ ჰქონია.

პლეი ოფის საუკეთესო ბომბარდირი "სან ხოსეს" ფორვარდი ლოგან კუტური გახდა 30 ქულით. ამდენი ქულა სეზონის მეორე ნაწილში 2009 წლის შემდეგ არავის დაუგროვებია.

მაშ ასე, "პიტსბურგმა" მოიგო სერია 4:2 და თავისი არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა სტენლის თასი. წინა ტრიუმფის წლები იყო - 1991, 1992 და 2009 წლები.

სან ხოსე-პიტსბურგი 1:3
0:1, 1:1, 0:1
გოლები: 0:1 დუმოლენი-2 (შულცი-4, კუნიტცი-8), 1:1 კუტური-10 (მ. კარლსონი-3, ბერნსი-17), 1:2 ლეტანგი-3 (კროსბი-12, შირი-6), 1:3 ჰორნკვისტი-9 (კროსბი-13).
სერია: 2-4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული