კანადელთა განაცხადი და სხვა ამბები

AutoSharing Option
კანადის ნაკრების ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა 22 ჰოკეისტის სია, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს ჩემპიონატში.

კანადელთა განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები - მაიკ სმიტი (არიზონა), მარტინ ჯონსი (ლოს ანჯელესი);
მცველები - ტაისონ ბერი (კოლორადო), ბრენტ ბერნსი (სან ხოსე), აარონ ეკბლადი (ფლორიდა), ჯეიკ მუზინი (ლოს ანჯელესი), დევიდ სავარი (კოლამბუსი), დენ ჰამჰუისი (ვანკუვერი);
ფორვარდები - ტაილერ სეგუინი, კოდი იკინი, ჯეისონ სპეცა (ყველა - დალასი), ტეილორ ჰოლი, ჯორდან ებერლე (ორივე - ედმონტონი), ტაილერ ტოფოლი (ლოს ანჯელესი), კლოდ ჟირუ, ბრეიდენ შენი, შონ კუტურიე (ყველა - ფილადელფია), ტაილერ ენისი
(ბაფალო), მეტ დუშენი, რაიან ო’რაილი, ნეთან მაკინონი (ყველა - კოლორადო), სიდნი კროსბი (პიტსბურგი).

მსოფლიოს ჩემპიონატი 1-ელ მაისს, ჩეხეთში დაიწყება.

* * *
85 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული კანადელი ჰოკეისტი მარსელ პრონოვო, - იტყობინება ჰოკეის ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი. ის ხუთჯერ იყო სტენლის თასის მფლობელი: ოთხჯერ - "დეტროიტის" რიგებში და ერთხელ - "ტორონტოში".

პრონოვომ კარიერა 1970 წელს დაასრულა, ცხრა წლის შემდეგ კი ჰოკეის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

1990 წელს, მან "ნიუ ჯერსიში" სკაუტად დაიწყო მუშაობა და ამ გუნდს სამჯერ სტენლის თასის მოგებაში დაეხმარა.

* * *
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გამოაქვეყნა ნომინანტების სია სეზონის საუკეთესო მცველის ჯილდოზე ("ჯეიმს ნორის ტროფი"). ესენი არიან: დრიუ დაუტი ("ლოს ანჯელესი"), ერიკ კარლსონი ("ოტავა") და პი კეი საბენი ("მონრეალი").

კარლსონი რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა მცველებს შორის. მან 66 ქულა (21 გოლი+45 პასი) დააგროვა. საბენის ანგარიშზე 60 ქულა (15+45) მოდის, დაუტიმ 46 ქულა (7+39) მიითვალა.

გამარჯვებულის ვინაობა 24 ივნისს, ლას ვეგასში, საზეიმო ცერემონიაზე გაირკვევა.

* * *
NHL. პლეი ოფი
აღმოსავლეთი
დეტროიტი-ტამპა ბეი 2:5
0:2, 1:1, 1:2
გოლები: 0:1 ტ. ჯონსონი-5 (კუჩეროვი-2, ჰედმანი-3), 0:2 გარისონი-1 (სტემკოსი-3, კუჩეროვი-3), 0:3 ტ. ჯონსონი-6 (პალატი-2, კუჩეროვი-4), 1:3 ტატარი-2 (კრონვალი-2), 2:3 ტატარი-3 (დაციუკი-2), 2:4 კილორნი-2, 2:5 პაკეტი-1.
სერია: 3-3

ვაშინგტონი-აილენდერსი 2:1
0:0, 1:0, 1:1
გოლები: 1:0 ჯ. უორდი-1 (ორპიკი-1, ოვეჩკინი-3), 1:1 ნილსენი-1 (ჰიკი-1, სტროუმი-2), 2:1 კუზნეცოვი-3 (ჩიმერა-2, ჯ. კარლსონი-3).
სერია: 4-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული