ჰოკეი. მსოფლიოს ჩემპიონატის წინ: კანადა თითქმის დაკომპლექტდა

AutoSharing Option
მსოფლიოს მოახლოებული ჩემპიონატის წინ კანადის ნაკრებმა თითქმის დააკომპლექტა შემადგენლობა. გუშინ ქვეყნის ჰოკეის ასოციაციამ 19 ჰოკეისტის სია გამოაქვეყნა, რომლებიც ჩეხეთში პლანეტის პირველობაზე გაემგზავრებიან. სულ განაცხადში 25 ჰოკეისტი უნდა იყოს.

მეკარეები: მარტინ ჯონსი (ლოს ანჯელესი), მაიკ სმიტი (არიზონა);
მცველები: ტაისონ ბერი (კოლორადო), ბრენტ ბერნსი (სან ხოსე), აარონ ეკბლადი (ფლორიდა), ჯეიმს მუზინი (ლოს ანჯელესი), დევიდ სავარი (კოლამბუსი);
ფორვარდები: მეტ დუშენი, ნათან მაკინონი, რაიან ო'რაილი (ყველა - კოლორადო), კოდი იკინი, ტაილერ სეგუინი, ჯეისონ სპეცა (ყველა - დალასი), ჯორდან ებერლე, ტეილორ ჰოლი, რაიან ნიუჯენტ
-ჰოპკინსი (ყველა - ედმონტონი), ტაილერ ენისი (ბაფალო), კლოდ ჟირუ (ფილადელფია), ტაილერ ტოფოლი (ლოს ანჯელესი).

კანადელთა დამრიგებელი იქნება "სან ხოსეს" მთავარი მწვრთნელი ტოდ მაკლელანი.

* * *
16 ჰოკეისტია ცნობილი აშშ-ის ნაკრებში. აქ საკმაოდ არიან წარმოდგენილნი ჰოკეისტები საუნივერსიტეტო გუნდებიდან, თუმცა ძირითად ბირთვს მაინც NHL-ის მოთამაშეები შეადგენენ:

მცველები: ჯეიმს გარდინერი (ტორონტო), ტორი კრუგი (ბოსტონი), ჯონ მური, კონორ მერფი (ორივე - არიზონა);
ფორვარდები: მარკ არკობელო (არიზონა), მეტ ჰენდრიქსი (ედმონტონი), ბენ სმიტი (სან ხოსე), ჯერემი მორინი (კოლამბუსი), ტრევორ ლუისი (ლოს ანჯელესი).

* * *
ეროვნული ჰოკეის ლიგის შვიდმა ლეგიონერმა გამოთქვა შვედეთის ნაკრებში თამაშის სურვილი.

მეკარეები: იონას ენროტი (დალასი);
მცველები: ოლივერ ეკმან-ლარსონი (არიზონა), ოსკარ კლეფბომი (ედმონტონი);
ფორვარდები: ელიას ლინდჰოლმი, ვიქტორ რასკი (ორივე - კაროლინა), იოაკიმ ლინდსტრიომი (ტორონტო), ანტონ ლანდერი (ედმონტონი).
ტრავმების გამო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მიემგზავრებიან ნიკლას გროსმანი (ფილადელფია), მერკელ კარლსონი (სან ხოსე), გაბრიელ ლანდესკოგი (კოლორადო) და ალექსანდრ ვენბერგი (კოლამბუსი).

* * *
მასპინძელ ჩეხეთის ნაკრებს ვერ დაეხმარება "ბოსტონის" ფორვარდი დავიდ კრეიჩი. ასევე არ იქნება კიდევ ერთი ბოსტონელი დევიდ პასტრნაკი. ტრავმის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არის "დალასის" ფორვარდის, ალეშ ჰემსკის თამაში.

სამაგიეროდ, დაადასტურა ნაკრებში ჩამოსვლა რეგულარული ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა, "ფილადელფიას" ფორვარდმა იაკუბ ვორაჩეკმა. გარდა ამისა, დიდია ალბათობა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიხილოთ ლეგენდარული იარმირ იაგრი, რომელიც ახლა გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

* * *
სლოვენიური ჰოკეის ლიდერი ანჟე კოპიტარი დათანხმდა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს. "ლოს ანჯელეს კინგზის" ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 79 მატჩში 64 ქულა (16+48) დააგროვა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი ლოსანჯელესელი მარიან გაბორიკი სლოვაკეთის ნაკრებში ითამაშებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი 1-7 მაისს გაიმართება ჩეხეთში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული