მსოფლიოს ჩემპიონატი: კანადამ ბირთვი შეკრა

AutoSharing Option
მოახლოვდა ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც პირველ მაისს ჩეხეთში დაიწყება.

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კანადის ნაკრებში თამაში დაადასტურა ცხრა ჰოკეისტმა, რომლებიც იმ კლუბებს წარმოადგენენ, რომლებიც პლეი ოფში ვერ მოხვდნენ.

ესენი არიან: მეკარე მაიკ სმიტი ("არიზონა"), მცველი აარონ ეკბლადი ("ფლორიდა"), ფორვარდები - ტეილორ ჰოლი, ჯორდან ებერლე, რაიან ნიუჯენტ-ჰოპკინსი (ყველა - "ედმონტონი"), ტაილერ სეგუინი, ჯეისონ სპეცა (ორივე - "დალასი"), კლოდ ჟირუ ("ფილადელფია"), მეტ დუშენი ("კოლორადო"), ტაილერ ენისი ("ბაფალო").

ამასთან, ნაკრებში თამაში იუარეს რაიან იოჰანსენმა ("კოლამბუსი"), ჯეიმი ბენმა ("დალასი") და ლოგან
კუტურმა ("სან ხოსე").

ასევე, ნაკრებში ელოდებიან ნიჭიერ თინეიჯერს, კონორ მაკდევიდს, თუმცა ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუ მისი კლუბი OHL-ის პლეი ოფში ვერ გავა.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე კანადის ნაკრების გენერალურ მენეჯერად დაინიშნა ჯიმ ნილი, რომელიც "დალასში" მუშაობს ანალოგიურ თანამდებობაზე.

* * *
ამასობაში გაირკვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება "კოლამბუს ბლუ ჯეკეტსის" დამრიგებელი ტოდ რიჩარდსი.

მას დაეხმარებიან "პიტსბურგის" ყოფილი მწვრთნელი დენ ბილსმა და გრეგ კარველი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული