ლატვიელი ჰოკეისტი დოპინგზე ჩავარდა

AutoSharing Option
ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა ლატვიის ნაკრების მცველი რალფ ფრეიბერგსი. სასჯელი მას 2014 წელს სოჭის ოლიმპიადის დროს დოპინგის მიღების გამო გამოუწერეს. ფრეიბერგსს 2016 წლის თებერვალში შეეძლება სპორტში დაბრუნება.

ფრეიბერგსი გახდა მეორე ჰოკეისტი ლატვიის ნაკრებში, რომელმაც აკრძალული პრეპარატის გამოყენებისთვის დისკვალიფიკაცია მიიღო. ეს მოთამაშე იყო რიგის "დინამოს" ფორვარდი ვიტალი პავლოვსი.

არ არის გამორიცხული, დოპინგის გამოყენების გახშირებული შემთხვევების გამო მთლიანად ლატვიის ნაკრებს მისცენ დისკვალიფიკაცია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული