სეზონის MVP ალექსანდრ ოვეჩკინია

AutoSharing Option
როგორც უკვე ვწერდით, ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობას ფინალური სერიის მეორე მატჩის წინ უნდა გამოაცხადებინა 2012-13 წლების სეზონის ლაურეატები.

ინდივიდუალურ პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა:

"ვაშინგტონის" ფორვარდი ალექსანდრ ოვეჩკინი - "ჰარტ მემორიალ ტროფის" მფლობელი (სეზონის უძვირფასესი მოთამაშე);

"პიტსბურგის" ფორვარდი სიდნი კროსბი - "ტედ ლინდსეი ტროფი" (საუკეთესო მოთამაშე ჰოკეისტთა ვერსიით);

"მონრეალის" მცველი პი კეი საბენი - "ნორის ტროფი" (საუკეთესო მცველი);

"კოლამბუსის" მეკარე სერგეი ბობროვსკი - "ვეზინა ტროფი" (საუკეთესო მეკარე);

"ფლორიდას" ფორვარდი ჯონათან იუბერდო
- "კოლდერ ტროფი" (საუკეთესო ახალბედა);

"ტამპა ბეის" ფორვარდი მარტინ სან ლუი - "ლედი ბინგ ტროფი" (ჯენტლმენი ყინულზე);

"ჩიკაგოს" ფორვარდი ჯონათან ტეივზი - "სელკე ტროფი" (დაცვითი სტილის საუკეთესო ფორვარდი);

"ოტავას" მთავარი მწვრთნელი პოლ მაკლინი - "ჯეკ ადამს ტროფი" (საუკეთესო მწვრთნელი);

"მინესოტას" მეკარე ჯოშ ჰარდინგი - "ბილ მასტერტონ ტროფი" (ჰოკეისადმი ერთგულება);

"პიტსბურგის" ხელმძღვანელი რეი შერო - წლის გენერალური მანეჯერი.

"ბოსტონის" ფორვარდი პატრის ბერჟერონი "კინგ კლენსი ტროფის" მფლობელი გახდა. ეს ჯილდო გადაეცემა მოთამაშეს, რომელიც ლიდერის თვისებებს ავლენს როგორც ყინულზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ის აგრეთვე აქტიურ მონაწილეობას იღებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

"დეტროიტის" კაპიტანმა ჰენრიკ ზეტერბერგმა NHL-ის პრიზი მიიღო ქველმოქმედებისთვის;
"ოტავას" კაპიტან დანიელ ალფრედსონს გადაეცა მარკ მესიეს პრიზი, რომლითაც ფასდება მოთამაშე ლიდერის თვისებების გამოჩენისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევგენი მალკინის მეგაკონტრაქტი: 76 მილიონი დოლარი 8 წელში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული