ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: დუბლი წუთნახევარში

AutoSharing Option
კაროლინა-ბოსტონი 4:3 (ო)
0:1, 2:0, 1:2, 1:0
გოლები: 0:1 შალერი-6 (დ. მური-5, რაილი ნეში-6), 1:1 აჰო-9 (სლავინი-15, სტემპნიაკი-11), 2:1 დ. რაიანი-7 (ჯ. სტაალი-10), 2:2 ბეკსი-11 (კ. მილერი-3, სპუნერი-13), 3:2 მაკლემანი-4 (სტალბერგი-3, ნორდსტრიომი-5), 3:3 მარშანი-13 (პ. ბერჟერონი-7), 4:3 აჰო-10 (ტერავაინენი-12).

წლევანდელი სეზონის დებიუტანტმა, ფინელმა სებასტიან აჰომ ოვერტაიმის დაწყებიდან წუთნახევრის შემდეგ შეასრულა დუბლი და "კაროლინას" 4:3 მოაგებინა. "ჰარიკეინზმა" ბოლო 13 საშინაო შეხვედრაში 12-ჯერ შეძლო მინიმუმ ქულის აღება. აჰოს დუბლის გარდა, უნდა გამოვყოთ მასპინძლების მეკარის კემ უორდის 32 სეივი.

პიტსბურგი-ტამპა ბეი 6:2
0:0, 2:1, 4:1
გოლები: 0:1 დრუენი-12 (ფილპულა-19, ჰედმანი-30), 1:1 შირი-10 (რასტი-7, კროსბი-17), 2:1 ფერი-5 (კულენი-8), 3:1 კუნიტცი-4 (მაატა-4, ბონინო-12), 4:1 ს. უილსონი-5, 4:2 ნამესტნიკოვი-5 (დრუენი-14, სტრალმანი-11), 5:2 კესელი-13 (კროსბი-18, შირი-14), 6:2 ლეტანგი-3 (შულცი-18, კულენი-9).

"ტამპა ბეიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და ამ სერიისას ძალიან ბევრი - 22 შაიბა გაუშვა. "პიტსბურგმა" ზედიზედ მეხუთედ მოიგო. მის რიგებში 12-მა ჰოკეისტმა შეძლო ქულის აღება, თუმცა, მათ შორის არ ყოფილა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ევგენი მალკინი.

კოლამბუსი-ფილადელფია 2:1 (ო)
0:0, 1:0, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 სავარი-2 (ვ. კარლსონი-8), 1:1 ბ. შენი-12 (პროვოროვი-15), 2:1 ნ. ფოლინო-14 (ს. ჯონსი-11).

ზედიზედ 16 მოგების შემდეგ, "კოლამბუსმა" მიჯრით ორი მატჩი წააგო და გუშინ შეძლო ამ უიღბლო სერიის შეწყვეტა. გამარჯვების გოლი გუნდის კაპიტანმა ნიკ ფოლინომ გაიტანა ოვერტაიმის მესამე წუთზე. "კოლამბუსმა" შეინარჩუნა ლიდერობა ჩემპიონატში და გახდა პირველი გუნდი მიმდინარე სეზონში, რომელმაც 60 ქულა დააგროვა.

ოტავა-ედმონტონი 5:3
2:0, 2:3, 1:0
გოლები: 1:0 ზ. სმიტი-9 (მ. სტოუნი-18, სესი-3), 2:0 ჰოფმანი-11 (მ. სტოუნი-19, ტარისი-13), 2:1 მარუნი-15 (ლანდერი-4, ა. ლარსონი-5), 2:2 მარუნი-16 (მაკდევიდი-33), 2:3 დრაიზაიტლი-15 (მაკდევიდი-34, სეკერა-15), 3:3 მ. სტოუნი-12 (ზ. სმიტი-8, ბრასარი-10), 4:3 პიატი-5 (სესი-4, მეტოტი-5), 5:3 ტარისი-14 (ჰოფმანი-16, ფანოფი-11).

"ოტავამ" შეწყვიტა ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია და მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში. დედაქალაქელების რიგებში საუკეთესო მარკ სტოუნი იყო, რომელმაც გოლს ორი შედეგიანი პასი დაუმატა. "ედმონტონის" რიგებში ორი საგოლე პასი მიითვალა კონორ მაკდევიდმა. შარშანდელი დებიუტანტი 48 ქულით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

ჩიკაგო-ნეშვილი 5:2
2:1, 0:0, 3:1
გოლები: 1:0 პანარინი-17 (პ. კეინი-30, ბ. კემპბელი-8), 1:1 ეკჰოლმი-2 (ფიშერი-12), 2:1 ჰიალმარსონი-5 (კიტი-28, პ. კეინი-31), 2:2 ო. უოტსონი-2 (ფიშერი-13), 3:2 ჰარტმანი-8 (პანიკი-7, კერო-1), 4:2 ჰარტმანი-9, 5:2 ჰარტმანი-10 (პ. კეინი-32, ჰიალმარსონი-6).

ეს იყო 1500-ე მატჩი მთავარი მწვრთნელის რანგში "ჩიკაგოს" დამრიგებლისთვის ჯოელ კენევილისთვის. სტენლის თასის სამგზის მფლობელი მწვრთნელი მესამეა ისტორიაში, ვინც ამ გრანდიოზულ ნიშნულს მიაღწია. მანამდე ეს გააკეთეს სკოტი ბოუმენმა (2141) და ელ არბურმა (1607).

"ნეშვილი" მესამე მეოთხედის სტარტისთვის ინარჩუნებდა საყაიმო ანგარიშს, მაგრამ მატჩის მოულოდნელი გმირი გახდა 22 წლის რაიან ჰარტმანი, რომელიც პირველ სრულფასოვან სეზონს ატარებს NHL-ში. მან რვა წუთის ინტერვალით შეასრულა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი.

ასევე აღვნიშნოთ პარტიკ კეინის პასების ჰეთ-თრიკი. ამით "ჩიკაგოს" ლიდერი დაეწია ბომბარდირთა დავაში სიდნი კროსბის. მათ 44-44 ქულა აქვთ და მხოლოდ მაკდევიდს ჩამორჩებიან.

ანაჰაიმი-მინესოტა 1:2
1:0, 0:2, 0:0
გოლები: 1:0 კესლერი-16 (სილფვერბეგი-15), 1:1 დუმბა-6 (პარიზე-12, ე. სტაალი-22), 1:2 სპარჯონი-5 (პომინვილი-11, ცუკერი-16).

"მინესოტამ" შეძლო "ანაჰაიმის" შეჩერება, რომელსაც ზედიზედ სამი მატჩი ჰქონდა მოგებული. "ველურებმა" თამაშის ბედი მეორე პერიოდში გადაწყვიტეს, როცა მეტოქეზე თითქმის სამჯერ მეტი დარტყმა შეასრულეს და წუთნახევრის ინტერვალში ორი შაიბა გაიტანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული