ზამთრის სახეობები

თხილამურებით სრიალი

მოთხილამურე ნინო წიკლაურმა იაპონიის საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა

AutoSharing Option
საქართველოს სათხილამურო ნაკრების წევრმა ნინო წიკლაურმა იაპონიის საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა.

15 მარტს იაპონიის სამთო კურორტ ჰონოკიდაირაში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (ფის-ის) ეგიდით, გიგანტურ სლალომში შეჯიბრება ჩატარდა სამთო-სათხილამურო სპორტში.

შეჯიბრებაში 97 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრების წევრმა ნინო წიკლაურმა პირველი ადგილი იაპონელ საკურაკო მუკოგავასთან ერთად გაიზიარა, მათ თანაბარი დრო აჩვენეს. მესამე ადგილზეც იაპონელი - ჰარუნა იუმამოტო გავიდა.

წიკლაურმა ამ შედეგით მსოფლიო რეიტინგი გაიუმჯობესა.

- იხილეთ ინგლისური ვერსია

მომზადებულია gsf.ge-ს მიხედვით