სამთო თხილამურები: მოულოდნელი ავსტრიელი

AutoSharing Option
ამერიკის კურორტ ბივერ კრიკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების მეორე კომპლექტი გათამაშდა - ქალების შემდეგ სუპერგიგანტში მამაკაცები შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

გუშინდელი შედეგი მოულოდნელი იყო. ავსტრიელი ჰანეს რაიხელტი ვერ მოხვდა ფავორიტების ჯგუფში და სტარტი რანგით დაბალი მოთხილამურეების ჯგუფიდან აიღო. შესაბამისად, ავსტრიელს არანაირი ფსიქოლოგიური ზეწოლა არ ჰქონია და შესანიშნავი დაშვებით მან კარიერაში პირველი ოქრო მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ავსტრიელის დრო იყო წუთი და 15.68 წამი. ჰანესმა 11 მეასედი წამით მოუგო მეორე ადგილზე გასულ კანადელ დასტინ კუკს, რომლის გამოსვლა კიდევ უფრო დიდ სენსაციად გამოაცხადეს. პოდიუმის მესამე
საფეხურზე ფრანგი ადრიენ ტეო ავიდა.

სუპერგიგანტი
კაცები
1. ჰანეს რაიხელტი (ავსტრია) - 1:15.68; 2. დასტინ კუკი (კან) - +0.11; 3. ადრიენ ტეო (საფ) - +0.24; 4. ჩეტილ იანსრუდი (ნორ) - +0.27; 4. მატიას მაიერი (ავსტრია) - +0.27; 6. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - +0.37; 7. დიდიე დეფაგო (შვეიც) - +0.39; 8. გეორგ შტრაიტბერგერი (ავსტრია) - +0.54; 9. ტედ ლიგეტი (აშშ) - +0.70; 10. კლემენ კოსი (სლოვენ) - +0.71...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული