სამთო თხილამურები: ნორვეგიელი ავსტრიელმა გააჩერა

AutoSharing Option
მამაკაცები ამ უქმეებზე ამერიკის კურორტ ბივერ კრიკში გამოდიოდნენ და გუშინ სუპერგიგანტში გამარჯვებით ავსტრიელმა ჰანეს რაიხელტმა შეაჩერა ნორვეგიელი ჩეტილ იანსრუდის მოგებათა სერია.

თავის საყვარელ დისციპლინაში გამოსვლისას რაიხელტმა არც ერთი შეცდომა არ დაუშვა და ფინიშზე ასეთი დრო დააფიქსირა - წუთი და 12,78 წამი. ეს იყო მისი მერვე გამარჯვება მსოფლიოს თასის ეტაპებზე და პირველი პოდიუმი წლევანდელ სეზონში.

ჩეტილ იანსრუდმა, რომელმაც გასულ კვირას ორი ეტაპი მოიგო და ამას ბივერ კრიკში წინა დღეს სწრაფდაშვებაში მოგებაც დაუმატა, 52 მეასედი წამი წააგო რაიხელტთან. მიუხედავად ამისა, გუშინდელმა მეორე
ადგილმა კიდევ უფრო გაამყარა მისი პირველი ადგილი საერთო ჩათვლაში.

ფრანგმა ალექსის პინტურომ დისტანციის პირველი ნაწილი ბრწყინვალედ გაიარა, მაგრამ ბოლოსკენ შესამჩნევი შეცდომა დაუშვა და მესამე ადგილით დაკმაყოფილდა.

მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა მარსელ ჰირშერმა ვერ დაასრულა გამოსვლა და გენერალურ კლასიფიკაციაში მეოთხე ადგილამდე დაეშვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული