ზამთრის სახეობები

თხილამურებით სრიალი

ნინო წიკლაური პირველი დაშვების შემდეგ 54-ე ადგილზეა [VIDEO]

AutoSharing Option
18 თებერვალს სოჭის ოლიმპიადაზე პირველი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა. სოჭში ქართული დელეგაციის მედროშე ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში იასპარეზა და მონაკვეთი 1:27.27 წუთში გაიარა.

ამ მაჩვენებლით წიკლაურმა პირველ დაშვებაში საბოლოოდ 54-ე ადგილი დაიკავა.

სულ პირველ დაშვებაში 90 მოთხილამურე მონაწილეობდა, თუმცა აქედან 14-მა ტრასის ჩამთავრება ვერ შეძლო. საუკეთესო სამეულში ამჟამად სლოვენიელი თინა მაზი (სლოვენია: 1.17.88), ჯესიკა ლინდელ-ვიკარბიუ (შვედეთი: 1.18.40) და ნადია ფანჩინი (იტალია: 1.18.53) არიან.

შეგახსენებთ, რომ ეს ქალების პირველი გამოსვლა იყო გიგანტურ სლალომში, მეორე დაშვება კი 18 თებერვალს, ჩვენი დროით 13:00 საათზე
დაიწყება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

Sportall.Ge