სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: გიგანტში ანგარიში გათანაბრდა

AutoSharing Option
იტალიის კურორტ ალტა ბადიაში დასრულდა მამაკაცებს შორის მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი. ბოლო სტარტი იყო გიგანტური სლალომი, რომელმაც გაამართლა სპორტის ამ სახეობის მოყვარულთა მოლოდინი. ამ დისციპლინაში ორი ვარსკვლავის გასწრების შემდეგ, პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა მარსელ ჰირშერი. საფრანგეთის ვალ დ’იზერში ტრიუმფიდან რვა დღის თავზე, ავსტრიელმა კიდევ უფრო გაიმყარა ლიდერობა გიგანტური სლალომის ჩათვლაში.

ჰირშერი შარშან, მუდმივად მეორე იყო ამერიკელი ტედ ლიგეტის შემდეგ, წელს კი მარსელმა აღადგინა თანაფარდობა: ამერიკელმა მოიგო სეზონის პირველი ორი “გიგანტი”, ავსტრიელმა - მესამე და მეოთხე.

მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატის ვერცხლის
პრიზიორმა პირველივე ცდაზე მოიპოვა ლიდერობა, შემდეგ მოდიოდნენ ფრანგი ალექსის პინტურო და ლიგეტი. ეს სამეული არც მეორე ცდის შემდეგ შეცვლილა. ჰირშერმა ფრანგსა და ამერიკელს, შესაბამისად, 0.35 და 0.58 წამი მოუგო. მარსელისთვის ეს იყო კარიერაში 21-ე მოგება მსოფლიოს თასის ეტაპებზე.

ტინა შეუჩერებელია
ქალმა მოთხილამურეებმა ასევე გიგანტური სლალომით დაასრულეს ეტაპი ვალ დ’იზერში. ტრავმირებული ტესა უორლისა და ლინდსი ვონის არყოფნაში, კარიერაში პირველად მოიგო ეს დისციპლინა ლიხტენშტაინის წარმომადგენელმა ტინა ვაირატერმა - მან საკმაოდ რთულ დუელში დაამარცხა შვეიცარიელი ლარა გუტი. ტინასთვის ეს იყო მეორე ტრიუმფი წელს, სანკტ-მორიტცში მოგებული სუპერ-გიგანტის შემდეგ.

პოდიუმის მეორე და მესამე საფეხურზე ავიდნენ წლევანდელი სეზონის სენსაცია ლარა გუტი და სლალომის სპეციალისტი მარია პიეტილია-ჰოლმნერი. ვაირატერმა პირველივე ცდაზე მოიპოვა კომფორტული უპირატესობა, ბოლოს კი 0.73 წამი მოუგო გუტს.

ვაირატერმა გაიმყარა ლიდერობა გენერალურ კლასიფიკაციაში, ხოლო მეორე ადგილზეა გიგანტური სლალომის კლასიფიკაციაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს თასი: მოულოდნელი სწრაფდაშვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული