მთის თხილამურები. მსოფლიოს თასი: აქსელ ლუნდ სვინდალის ტრიუმფი

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე სამთო მოთხილამურეებმა ჩრდილოეთ ამერიკის კურორტებზე გააგრძელეს ურთიერთობის გარკვევა - გაიმართა მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი.

მამაკაცები კანადის კურორტ ლეიკ ლუისში ჩქაროსნულ დისციპლინებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და ეტაპის ტრიუმფატორი გახდა ნორვეგიელი აქსელ ლუნდ სვინდალი, რომელმაც ორი დღის განმავლობაში მოიგო სწრაფდაშვება და სუპერგიგანტი.

სუპერგიგანტი მჭიდრო შედეგებით გამოირჩეოდა, მაგრამ ასე იყო მანამდე, სანამ ტრასაზე სვინდალი არ გავიდა. ნორვეგიელმა ბრწყინვალედ გაიარა მთელი დისტანცია: იდეალურად შედიოდა ვირაჟებში და ამასთან, მაქსიმალურად შესაძლებელ სიჩქარეს ინარჩუნებდა. საბოლოოდ, ნორვეგიელმა თავის კონკურენტებს თითქმის წამი მოუგო და ლეიკ ლეისში ზედიზედ ორ
გამარჯვებას მიაღწია.

მეორე ადგილზე გავიდა ფრანგი ადრიენ ტეუ, რაც სავსებით კანონზომიერი შედეგი იყო. სამაგიეროდ, სენსაციად მოინათლა ნაკლებად ცნობილი ავსტრიელის, იოახიმ პუხნერის მესამე ადგილი. სწორედ მისი დრო იყო დიდი ხნის განმავლობაში ორიენტირი, სანამ ტრასაზე ტეო და სვინდალი არ გავიდნენ.

ლეიკ ლუისის ეტაპის შემდეგ საერთო ჩათვლაში 200 ქულით სვინდალი დაწინაურდა. მისი უახლოესი მდევარია ამერიკელი ტედ ლიჯეტი, რომელიც სუპერგიგანტში მეოთხე მივიდა ფინიშთან.

სუპერგიგანტი
კაცები
1. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 1:34.96; 2. ადრიენ ტეუ (საფ) - +0.85; 3. იოახიმ პუხნერი (ავსტრია) - +0.90; 4. ტედ ლიჯეტი (აშშ) - +0.91; 5. ვერნერ ჰელი (იტა) - +1.10; 6. მატიას მაიერი (ავსტრია) +1.19...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული