ჯაბა გელაშვილი ბრინჯაოს 0,07 წამმა დააშორა

AutoSharing Option
ქართველი მოთხილამურეების ერთი ნაწილი ამჟამად უცხოეთში იმყოფება და ევროპის სამთო კურორტების თოვლიან ტრასებზე სცდის ძალებს.

ჯაბა გელაშვილმა იტალიურ თემუ-ში ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირში იასპარეზა. პირველ დღეს სლალომში 1.44,14-ით მეექვსე ადგილი დაიკავა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე იტალიელი მონკს პიერსფრანჩესკო (1.42,44) ავიდა. მეორე დღეს კი ჯაბას ბრინჯაომდე 0,07 წამი დააკლდა - ორი დისტანციის ჯამში (1.41,87) მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა. პირველი-მესამე ადგილები მასპინძლებმა გაინაწილეს: 1. მონკს პიერფრანჩესკო (1.40,89), 2. ნიკოლა ოტელი (1.41,56), 3. ტომას ჰოლი (1.41,74).

გელაშვილმა იტალიიდან ავსტრიის ჭაბუკთა ღია პირველობაზე გადაინაცვლა, მაგრამ გიგანტურ სლალომში,
სამწუხაროდ, მეორე დისტანცია ვერ ჩაამთავრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული