კიბოთი მოგებული ოქროები

AutoSharing Option
2012 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებულმა, ნორვეგიელმა ტურა ბერგერმა ჟურნალისტებს მოუყვა იმის შესახებ, რომ 2010 წლის ოლიმპიადის წინ მას კანის კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს.

2009 წლის ზაფხულში ბერგერმა ექიმების რჩევით ოპერაცია გაიკეთა ხალის მოსაშორებლად, რომელიც შემდეგ ბიოპსიაზე გაიგზავნა და სწორედ ამის შემდეგ დაფიქსირდა მელანომას დიაგნოზი.

ამის შესახებ სახელოვანმა ნორვეგიელმა მხოლოდ ახლა გაამხილა, როცა ჟურნალისტებმა დაინტერესდნენ - რატომ ატირდა ვანკუვერში ინდივიდუალურ რბოლაში გამარჯვების შემდეგ. ბერგერმა განაცხადა - იმ მომენტში დარწმუნებული ვიყავი, რომ აღარ შემეძლო ბიატლონში დარჩენა და ეს ჩემი ბოლო მედალი იყო.

საბედნიეროდ, ნორვეგიელი გაუმკლავდა მძიმე სენს. ტურა ისევ წარმატებით გამოდის დიდ ტურნირებზე, ცოტა ხნის წინ, რუპოლდინგში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ოქროს სამი მედალი მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული