ანია პერსონმა ტრავმებს ვერ გაუძლო

AutoSharing Option
30 წლის შვედმა მოთხილამურემ ანია პერსონმა გამოაცხადა, რომ ამ სეზონის შემდეგ დაასრულებს სპორტულ კარიერას.

"ჩემს ზურგსუკან ფანტასტიკური კარიერა დარჩა. მივაღწიე იმას, რაზეც სხვები ვერც იოცნებებდნენ, - განაცხადა პერსონმა. - მიუხედავად ამისა, წაგებებმა და ტრავმებმა სერიოზულად იმოქმედეს უმაღლეს დონეზე ჩემს გამოსვლაზე.

ქრონიკული ტრავმა მაწუხებს მარცხენა მუხლზე. ამ მომენტისთვის, ჩემი სხეული სპორტს გადამჭრელ "არას" ეუბნება".

კარიერის განმავლობაში პერსონს ოლიმპიური თამაშების ერთი და მსოფლიოს ჩემპიონატების შვიდი ოქრო აქვს მოგებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული