საქართველოს თასი ჰაწვალის ფერდობზე

AutoSharing Option
სამთო მოთხილამურეთა საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპს მესტია უმასპინძლებს - 9-10 მარტს ჰაწვალის ფერდობზე მოასპარეზენი გიგანტურ სლალომსა და სპეციალურ სლალომში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

წლეულს მესტიაში საჩოჩიალოს ტიპის ახალი საბაგირო დამონტაჟდა, რაც პაექრობების ორგანიზებას ბევრად გააადვილებს.

საპრიზო ადგილებისთვის საქართველოს ნაკრების წევრებიც იბრძოლებენ. შეჯიბრების დამთავრების შემდეგ ისინი იტალიაში, კერძოდ, ბრუნიკოში საქართველოს სამთო-სათხილამურო ბაზაზე გაემგზავრებიან და იქიდან ჩაერთვებიან ევროპის სხვადასხვა კურორტზე ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული