თავი ელენე გედევანიშვილის ძმამ - დიმიტრიმაც ისახელა

AutoSharing Option
იტალიის ზამთრის კურორტების თოვლიან ტრასებზე გრძელდება სამთო მოთხილამურეთა საერთაშორისო ტურნირები.

29 იანვარს მარტინო დი კასტროზაში ახალგაზრდებს შორის თავი ისახელა ელენე გედევანიშვილის ძმამ - დიმიტრი გედევანიშვილმა, რომელმაც სლალომში მე-4 ადგილი დაიკავა. მას მასპინძლებმა - მარკო მანფსინიმ, დავით მარჩეტიმ და ტიმოტი ბონარეკმა გაუსწრეს.

ამავე ტურნირზე მე-18 იყო შოთა ნათაძე. ერთი დღით ადრე ალპ დი სიუზის ტურნირზე გიგანტურ სლალომში ჯაბა გელაშვილმა 22-ე ადგილი დაიკავა.

ამავე ქალაქში პირველ თებერვალს ალექსი ბენიანიძე 42-ე, ჯაბა გელაშვილი - 51-ე, დიმიტრი გედევანიშვილი - 96-ე და ნიკოლოზ კოზანაშვილი 106-ე
ადგილებით დაკმაყოფილდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული