ტინა მაზეს პროტესტი მკერდით

AutoSharing Option
მომხიბვლელმა სლოვენიელმა სამთო მოთხილამურემ, ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორმა ტინა მაზემ ღირსეული პასუხი გასცა შვეიცარიის სათხილამურო სპორტის ფედერაციას, რომელმაც ერთი კვირის წინ, ბად-კლიაინკირჰგაიმის ეტაპისას სლოვენიელი რეგლამენტისთვის შეუსაბამო კომბინეზონის გამოყენებაში დაადანაშაულა. მაზეს პასუხი საკმაოდ ეროტიული გამოდგა.

კორტინა დ'ამპეცოში სუპერგიგანტის ეტაპის დროს, მაზე საშუალედო ლიდერი იყო და მოსაცდელ ზონაში კონკურენტების გამოსვლას ელოდებოდა.

როგორც წესი, ეტაპის ლიდერზე აქტიურად მუშაობენ ტელეკამერები და სწორედ ამ დროს, ტინამ სპორტული კომბინეზონი გაიხსნა და სპორტული ბიუსტჰალტერი გამოაჩინა, რომელზეც მარკერით ეწერა - Not your business ("თქვენი საქმე არ არის"). რა
თქმა უნდა, პუბლიკა აღფრთოვანებული დარჩა.

შვეიცარიელთა პრეტენზიის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ბად-კლიაინკირჰგაიმში მაზეს კოსტიუმის პლასტიკური ელემენტები უკეთეს აეროდინამიკას უზრუნველყოფდა. იმ ეტაპზე სლოვენიელმა მეორე ადგილი დაიკავა, ფინიშის შემდეგ კი მისი კომბინეზონი დეტალურად შეამოწმეს და ის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული