ჰირშერი აღარ ხუმრობს

AutoSharing Option
სამთო-სათხილამურო სპორტში მსოფლიოს თასის გათამაშება შვეიცარიის კურორტ ადელბოდენში გაგრძელდა. მამაკაცებმა აქ ორჯერ გაითამაშეს პირველობა სპეციალურ სლალომში და ორივეჯერ პირველობა ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა მოიპოვა, რომელიც სეზონის ამ ნაწილისთვის ბრწყინვალე ფორმაშია.

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ჰირშერმა უკვე სამი სტარტი მოიგო. ასეთი შედეგი ბოლოს ლეგენდარულ შვედ ინგემარ სტენმარკს ჰქონდა 1978 წელს.

ჰირშერმა პირველ ცდაზე საუკეთესო დრო აჩვენა და შემდეგ შეინარჩუნა პირველობა. ისევე როგორც წინა ეტაპებზე, აქაც ავსტრიელის მეტოქე ხორვატი ივიცა კოსტელიჩი იყო, რომელმაც ზედიზედ მესამედ მეორე ადგილი დაიკავა.

სწორედ ეს ორი მოთხილამურე ლიდერობს
მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლას, თუმცა ჰირშერის უპირატესება აშკარაა – 725 ქულა კოსტელიჩის 495 ქულის წინააღმდეგ.

* * *
ქალი მოთხილამურეები ავსტრიაში შეიკრიბნენ და სუპერგიგანტში გაარკვიეს ურთიერთობა. ამ დისციპლინაში წელს ყველა სტარტი ამერიკელ ლინდსი ვონს ჰქონდა მოგებული, მაგრამ ამჯერად ამერიკელმა დაშვებისას სერიოზული შეცდომა დაუშვა და მოკრძალებული მე-18 ადგილი დაიკავა.

ეტაპზე გამარჯვება კი შვეიცარიელმა ფაბიან სუტერმა მოიპოვა, რომელმაც 34 მეასედი წამით აჯობა სლოვენიელ ტინა მაზეს. სუტერისთვის ეს მეოთხე მოგებაა მსოფლიოს თასის ეტაპებზე.

ამ ეტაპზე განცდილი წარუმატებლობის მიუხედავად, ვონმა შეინარჩუნა ლიდერობა საერთო ჩათვლაში – ის უახლოეს მდევარს, ავსტრიელ მარლის შილდსს 164 ქულით უსწრებს.

კაცები
სლალომი
1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 1:58.66 (58.69+59.97); 2. ივიცა კოსტელიჩი (ხორ) - 1:58.93 (58.95+59.98); 3. სტეფანო გროსი (იტა) - 1:59.65 (59.99+59.66); 4. მარიო მატი (ავსტრია) - 2:00.10 (58.76+1:01.34); 5. დან-ბაპტისტ გრანჟი (საფ) - 2:00.22 (1:00.48+59.74); 6. ფრიტც დოპჰერი (გერ) - 2:00.43 (1:00.22+1:00.21).

საერთო ჩათვლა
1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 725; 2. ივიცა კოსტელიჩი (ხორ) - 495; 3. აქსელ-ლუნდ სვინდალი (ნორ) - 456; 4. ტედ ლიჯეტი (აშშ) - 453; 5. ბიტ ფოიზი (შვეიც) - 365; 6. ბოდე მილერი (აშშ) - 343.

ქალები

სუპერგიგანტი
1. ფაბიან სუტერი (შვეიც) - 1:09.55; 2. ტინა მაზე (სლოვენ) - 1:09.89; 3. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 1:10.29; 4. ფრაენზი ოდენბლატენი (შვეიც) - 1:10.33; 5. ლარა გუტი (შვეიც) - 1:10.43; 6. ვერონიკ ჰრონეკი (გერ) - 1:10.46.

საერთო ჩათვლა
1. ლინდსი ვონი (აშშ) - 704; 2, მარლის შილდი (ავსტრია) - 540; 3. ტინა მაზე (სლოვენ) - 483; 4. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 454; 5. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 434; 6. ვიქტორია რებენსბურგი (გერ) - 336.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული