მოთხილამურეებმა სეზონი ტატრაპომაზე გახსნეს

AutoSharing Option
საქართველოს მოთხილამურეებმა გასულ შაბათ-კვირას 2011-2012 წლის სეზონი საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპით გახსნეს.

ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით თასის გათამაშება გაიმართება სამ სახეობაში - სლალომში, გიგანტურ სლალომსა და სუპერგიგანტში 6 ეტაპად, რომლებშიც სპორტსმენები საპრიზო ადგილებისთვის სამ ასაკობრივ ჯგუფში (1996 წელს და უფრო ადრე, 1997-1998 და 1999-2000 წლებში დაბადებულნი) იბრძოლებენ.

პირველი-მეორე ეტაპი 24-25 დეკემბერს ბაკურიანში, კერძოდ, ტატრაპომაზე, გაიმართა. მომდევნო ეტაპების გრაფიკი კი ასეთია: 14-15 იანვარი (ბაკურიანი), 11-12 თებერვალი (ბაკურიანი), 9-11 მარტი (მესტია), 30-31 მარტი (გუდაური) და 6-8 აპრილი (გუდაური).

შეჯიბრებებში იასპარეზებენ საქართველოს ნაკრების
წევრებიც და საქართველოში აკრედიტებული სათხილამურო სპორტსკოლების წარმომადგენლები. თითოეული ეტაპის შემდეგ მონაწილეებს დაერიცხებათ სარეიტინგო ქულები, რომელთა მეშვეობითაც სეზონის ბოლოს ასაკების მიხედვით საქართველოს თასის მფლობელები და პრიზიორები გამოვლინდებიან.

ბაკურიანში თასის გათამაშების პირველ ეტაპზე, რომელშიც 56 ქალ-ვაჟი მონაწილეობდა, უფროს ასაკში დამაჯერებლად გაიმარჯვა ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე იასონ აბრამაშვილმა. აქვე ტატრაპომაზე გამართული შეჯიბრების შედეგებსაც გაცნობებთ:

გიგანტური სლალომი. 24 დეკემბერი. გოგონები. 1993-1996 წლებში დაბადებულნი. 1. სუსანა გავა (ბაკურიანი, 2.13,11), 2. თაკო ბაქრაძე (ბორჯომი, 2.29,91), 3. თამუნა ჯაღმაიძე (კლ. "გუდაური", 2.30,03). 1997-1998 წლებში დაბადებულნი. 1. ნუცა ხურცილავა (აბუ, 1.14,88), 2. მარიამ ჭკადუა (მესტია, 1.15,56), 3. სალომე კვიციანი (მესტია, 1.16,60). 1999-2000 წლებში დაბადებულნი. 1. თამარ ბარბარიანი (ბაკურიანი, 1.20,38), 2. ქეთი მიქაბერიძე (ბორჯომი, 1.33,71), 3. ანა ოგბაიძე (კლუბი "გუდაური", 1.35,23).

ვაჟები. 1988-1996 წლებში დაბადებულნი. 1. იასონ აბრამაშვილი (ბაკურიანი, 1.59,85), 2. კოტე ვახტანგიშვილი (ბაკურიანი, 2.01,42), 3 კახა კურტანიძე (ბაკურიანი, 2.04,38). 1997-1998 წლებში დაბადებულნი: 1. გიორგი კურტანიძე (ბაკურიანი, 1.08,89), 2. ვალიკო მარსაგიშვილი (კლ. "გუდაური", 1.10,35), 3. ვიტალი ფერაძე (ბაკურიანი, 1.11,54). 1999-2000 წლებში დაბადებულნი: 1. ლაშა კურტანიძე (ბაკურიანი, 1.14,54), 2. გიორგი ქურდოღლიანი (ბაკურიანი, 1.15,03), 3. ნიკოლოზ ცაგარელი (აბუ, 1.15,87).

25 დეკემბერი. გოგონები. 1993-1996 წლებში დაბადებულნი. 1. სუსანა გავა (ბაკურიანი, 2.24,77), 2. ნატაშა გავა (ბორჯომი, 2.31,59), 3. თამარ ბაქრაძე (ბორჯომი, 2.45,54). 1997-1998 წლებში დაბადებულნი. 1. ნუკა ხურცილავა (აბუ,) 2. ანასტასია კვირიკაძე (კლ. "გუდაური", 1.19,91), 3. მარიამ ჭკადუა (მესტია, 1.20,32). 1999-2000 წლებში დაბადებულნი. 1. თამარ ბარბარიანი (ბაკურიანი, 1.19,50), 2. ანა ოგბაიძე (კლ. "გუდაური", 1.34,53), 3. ანა ჩართოლანი (მესტია, 2.10,06).

ვაჟები. 1988-1996 წლებში დაბადებულნი. 1 იასონ აბრამაშვილი (ბაკურიანი, 2.10,06), 2. ნიკოლოზ კოზანაშვილი (ბაკურიანი, 2.13,17), 3 შოთა ნათაძე (კლ. "გუდაური", 2.13,53). 1997-1998 წლებში დაბადებულნი. 1. გიორგი კუტანიძე (ბაკურიანი, 1.12,16), 2. ვიტალი ფერაძე (ბაკურიანი, 2.13,64), 3. ვალიკო მარსაგიშვილი (კლ. გუდაური, 1.14,33). 1999-2000 წლებში დაბადებულნი. 1. ლაშა კურტანიძე (ბაკურიანი, 1.17,06), 2. გიორგი კურტანიძე (ბაკურიანი, 1.18,33), 3. გიორგი ქურდოღლიანი (ბაკურიანი, 1.19,26).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული