მის ბიატლონი მიდის

AutoSharing Option
ბიატლონში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაგდალენა ნოინერმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2012 წლის მარტში კარიერას დაასრულებს.

იმ მომენტისთვის გერმანელი სპორტსმენი 25 წლის იქნება. ნოინერისთვის ბოლო ტურნირი იქნება მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც 1-11 მარტს გერმანიის ქალაქ რუპოლდინგში გაიმართება. ამ ინფორმაციას მაგდალენას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ჩვენ ჯერ კიდევ გუშინ ვწერდით იმის შესახებ, რომ ჭორები ნოინერის სპორტიდან წასვლაზე გასულ უქმეებზე გაჩნდა. თავად გერმანელმა ამ ჭორებს კომენტარი არ გაუკეთა და აღნიშნა, რომ ყველაფერს ოთხშაბათს, ოფიციალურ პრესკონფერენციაზე მოეფინებოდა ნათელი.

თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გაკეთებულ განცხადებაში ნოინერმა აღიარა, რომ კარიერის
დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდა. სპორტსმენის სიტყვებით, მას სურს ცხოვრებაში რაღაც ახალი გამოსცადოს და თან ოჯახი შექმნას. გერმანელმა აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში ბავშვებისა და მოზარდების წვრთნას მიჰყოს ხელი.

ნოინერმა ვანკუვერში 2008 წლის ზამთრის თამაშებზე ორი ოქრო მოიგო: გამოდევნებით რბოლასა და მას-სტარტში. გარდა ამისა, თავის კარიერაში ერთადერთ ოლიმპიადაზე ის მეორე იყო სპრინტში. ესტაფეტაში მაგდალენას მონაწილეობა არ მიუღია.

გერმანელი ბიატლონისტი აგრეთვე მსოფლიოს ათგზის ჩემპიონია და 25-ჯერ გაუმარჯვია მსოფლიოს თასის ეტაპებზე. 2008 და 2010 წლებში ნოინერმა პირველი ადგილი გაიკავა მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მისი გვარია ნოინერ
Dato
17:31 07-12-2011
0

სიახლეები პოპულარული