მაგდალენა მიდის?

AutoSharing Option
სენსაციური ახალი ამბავი გაავრცელა გერმანულმა პრესამ. ბიატლონში გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის უვე მიუსიგანტის ინფორმაციაზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მაგდალენა ნოიერი ავსტრიის ქალაქ ჰოჰფილცენში, მსოფლიოს თასის მეორე ეტაპის დროს სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს.

თანამედროვეობის საუკეთესო ქალი ბიატლონისტი დიდი სპორტიდან წასვლას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ აპირებს. ავსტრიაში მოიწვევენ სპეციალურ პრესკონფერენციას, სადაც მაგდალენა თავის გადაწყვეტილებას ოფიციალურად გამოაცხადებს.

მაგდალენა ნოიერი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ბიატლონისტია: მის ანგარიშზე ვანკუვერის ოლიმპიადის ორი ოქრო და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ათი გამარჯვებაა. მას აგრეთვე ორჯერ
აქვს მოგებული მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული