სოჭი 2014-ის თილისმები: ლეოპარდი, კურდღელი, დათვი

AutoSharing Option
სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადას სამი თილისმა ეყოლება. რუსეთში გამართული საყოველთაო გამოკითხვის შედეგად ხმების 62 პროცენტი მიიღეს კურდღელმა, თეთრმა დათვმა და ლეოპარდმა. ხმის მიცემის შედეგები რუსეთის პირველი არხის პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს.

ამ სამეულს ბევრი კონკურენტი ჰყავდა. წინასწარი პროგნოზებით გამარჯვება წინასწარ ფავორიტად აღიარებულ "თოვლის ბაბუას" უნდა მოეპოვებინა, მაგრამ ის ნაადრევად გამოეთიშა ბრძოლას. შესაძლოა, "თოვლის" ბაბუას" გამარჯვებაში ხელი შეუშალა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც ხმის მიცემის პროცედურამდე ცოტა ხნით ადრე გამოაცხადა, რომ მას ძალიან მოსწონს ლეოპარდი. საბოლოოდ, სწორედ ამ ცხოველმა მიიღო ყველაზე
მეტი ხმა - 28 პროცენტი.

2014 წლის ზამთრის თამაშებისთვის თილისმის საკუთარი ვარიანტის წარმოდგენა რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო. სწორედ აქედან შედგა ფინალისტების სია და შაბათს გამოვლინდა გამარჯვებული. პირველი არხის შოუს დროს ხმის მიცემის პროცედურაში მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული