დაუსვი კითხვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და მოიგე სამახსოვრო პრიზი

AutoSharing Option
Sportall.ge-ს რუბრიკის, "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის გამარჯვებული, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილია.

ხინჩეგაშვილი მკითხველთა კითხვებს უპასუხებს, მათგან საუკეთესოს ავტორს კი თავად შეარჩევს და სამახსოვრო პრიზით დაასაჩუქრებს.

კითხვების მიღება 2 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. ევროპის 2-გზის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი მკითხველთა კითხვებს, სავარაუდოდ, 3 სექტემბერს უპასუხებს.

გაითვალისწინეთ: კითხვის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია (ვინაობა, ტელეფონი ან ელ.ფოსტა), რათა გამარჯვების შემთხვევაში, რედაქციამ შეძლოს თქვენთან დაკავშირება. კითხვის დასმა აქ შეგიძლიათ - დაუსვი კითხვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული